მაიას ცივილიზაცია და კალენდარი
მაიას ცივილიზაციის ადგილ-მდებარეობა ცენტრალური ამერიკა იყო და დღესდღეობით, ტერიტორიაზე, სადაც მაია ცხოვრობდა, შემდეგი ქვეყნები მდებარეობენ: გვატემალა, ბელიზი, სალვადორი, დასავლეთ ჰონდურასი და მექსიკის საკმაოდ დიდი ნაწილი.
საინტერესოა, რომ მაიას უძველესი ქალაქი, რომელიც გადარჩენილ ქალაქებს შორის, ყველაზე ძველ ქალაქად ითვლება და სახელად ლამანაი ეწოდებოდა, ბელიზში მდებარეობს. ეს ქალაქი დაახლოებით 3000 წლისაა. დაახლოებით ასევე 3000 წლისა ქალაქი, უფრო სწორად ნაქალაქარი კახალ პეჩი, რომელიც ასევე ბელიზში მდებარეობს.
მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით 2000 წ. ჩვ. წ. აღ-მდე, ხოლო მისი ზეობის პერიოდი კი იყო 250-900 წ.წ. ახ. წ. აღ-ით.
მაიას განვითარება ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულში დაიწყო, რომელიც უპირველესად გამოიხატებოდა ქალაქებს შორის ვაჭრობაში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ახალი ქალაქების აშენებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კომუნიკაციური სისტემების შექმნას.
დაახლოებით დაახლოებით წ. ჩვ. წ. აღ-მდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს პირველი კალენდარი. ამავე პერიოდში გაჩნდა მეფის ინსტიტუტი და დაარსდა მაიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას ძირითადი ქალაქი ტეოტიუაკანი, რომელიც გახდა არა მხოლოდ მაიას, არამედ სხვა ცივილიზაციების სავაჭრო ცენტრი. ეს ქალაქი მექსიკის დღევანდელი დედაქალაქ მეხიკოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობდა.
სახელი ტეოტიუაკანი ესპანურიდან ითარგმნება როგორც “ქალაქი, სადაც დაიბადა ღმერთი” (ქალაქის თავდაპირველი სახელი შემორჩენილი არ არის). აღსანიშნავია, რომ ტეოტიუაკანი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ქალაქი იყო – მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს აჭარბებდა. სხვათა შორის აქ მდებარეობდა მზისა და მთვარის ღმერთების პირამიდები. პირველი მათგანის სიმაღლე 65, მეორესი კი 42 მეტრი იყო. თუმცა VII საუკუნიდან ტეოტიუაკანი გაუკაცრიელდა და ეს ქალაქი მოსახლეობამ დატოვა. მოგვიანებით აქ მოსულ და დასახლებულ აცტეკებს ამ მართლაც დიდებული ქალაქის მხოლოდ ნანგრევები დახვდათ.
დღეს ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ ამერიკის ცივილიზაციები და მათ შორის მაია ამერიკის კონტინენტზე ევროპელების შესვლის შემდეგ დაეცა. სინამდვილეში ეს სიმართლეს ნაწილობრივ შეესაბამება. რა თქმა უნდა ევროპელებმა დიდი ზიანი მიაყენეს ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას, თუმცა მანამდე უკვე დაწყებული იყო ამ ცივილიზაციების გადაშენება, მაგალითად, აღარ არსებობდნენ იგივე ომლეკები, ტოლტეკები, რომელთა შესახებ ჩანაწერებს მაიას ქურუმთა ტრაქტატებში ხვდებით.
ასევე საინტერესოა, რომ მაიას ხალხები ქალაქებს ქვისგან აშენებდნენ.
დღესდღეობით 1000-მდე ასეთი ქალაქი და დასახლებული პუნქტია შემონახული (რომელთა უმეტესობას, სხვათა შორის როგორც კულტურულ მემკვიდრეობას იუნესკო იცავს). ევროპელების შესვლისას, ეს არის დაახლოებით XV საუკუნის ბოლო და XVI საუკუნის დასაწყისი, ამ ქალაქების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან უბრალოდ დაცლილი იყო, ანუ ფაქტიურად ეს იყო “მკვდარი ქალაქები”.
მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მაიას ქალაქების მოსახლეობისგან დაცლა ძირითადად X საუკუნიდან დაიწყო. ამის ახსნას მეცნიერები ორი ვერსიით ცდილობენ. პირველი ეს არის ეკოლოგიური ფაქტორი, ხოლო მერე არაეკოლოგიური ფაქტორი.
პირველი მათგანი, ანუ ეკოლოგიური ფაქტორი მდგომარეობს ადამიანისა და ბუნების გაუცხოვებაში, ანუ მეცნიერთა აზრით, დაიწყო ხვნა-თესვისთვის გამოსადეგი ნიადაგისა და სასმელი წყლის ნაკლებობა, რამაც განაპირობა ხალხის სხვა ტერიტორიებზე მიგრაცია. მეორე კი მდგომარეობას კლიმატის შეცვლასა და ეპიდემიის გავრცელებაში. უნდა ითქვას, რომ მეორე ვერსიას უფრო მეტი მომხრე ჰყავს და ამას ამყარებს ზემოთ ნახსენები ჩანაწერები ტოლტეკების შესახებ, რომლებიც სწორედ უცნაური დაავადების შედეგად გადაშენდნენ.

გარდა ამისა, მაიას ქალაქები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ და ამის მიზეზი იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რელიგიური გავლენის მოპოვების სურვილი. მაიას ცივილიზაციაში ყველაზე ადრეული დათარიღებულ ომად მიჩნეულია ქალაქებს კალაკმულსა და ტიკალის შორის ატეხილი ომი, როდესაც დაატყვევეს ტიკალის მეფე ტიკალი იაშ-ებ-შოკა II და ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს. მოკლედ, დამარცხებულთა ბედი საკმაოდ ტრაგიკული იყო, მათ მსხვერპლად შეწირვა ელოდათ, რადგან სისხლი როგორც მაიას, ასევე აცტეკების, ომლეკების, ტოლტეკებისა თუ სხვა მსგავსი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაიას ქურუმებს მიაჩნდათ, რომ სისხლში არის სული და სასიცოცხლო ენერგია, რომელიც მსხვერპლად შეწირვის დროს გამწმენდ ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ, სულაც არ არის გადაჭარბებული მელ გიბსონის ფილმი, “აპოკალიპტო”. ვისაც აქვს ეს ფილმი ნანახი, მას წარმოდგენა შეექმნება, მაიას და საერთოდ ცენტრალური ამერიკის ხალხთა შორეულ ცხოვრებაზე. თუმცა რა თქმა უნდა მაიას ცივილიზაცია მხოლოდ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა არ იყო. იგივე ადამიანების მასობრივი განადგურება XX საუკუნის ევროპაშიც ხდებოდა – ამისთვის უნდა გავიხსენოთ ფაშიზმი და საკონცენტრაციო ბანაკები.
რაც შეეხება მაიას რელიგურ პანთეონს, აქ უდავოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოთხი სტიქიის ღმერთს კუკულკანს.
კუკულკანის სიმბოლო იყო ფრთოსანი გველი. მათ ასევე ჰყავდათ სიკვდილის და მკვდართა სამეფოს ღმერთი აჰ პუჩი, წყლისა და წვიმის ღმერთი ჩააკი, ცის ღმერთი იცამნა, მსხვერპლად შეწირვის ღმერთი იშ-ტაბი, ცისარტყელის ღმერთი იშ-ჩელი და ა. შ. საინტერესოა, რომ მაიას პანთენში შედიოდა ასევე ტყისა და სიმინდის ღმერთი იუმ კააში. მაია სიმინდს უდიდეს თაყვანს სცემდნენ და ღვთიურ მცენარედ მიაჩნდათ. ისინი თვლიდნენ, რომ სიმინდი სწორედ ღმერთმა უბოძა ხალხს. ამის დადასტურებისთვის მოჰყავდათ შემდეგ მაგალითი – სიმინდი არის ერთადერთი კულტურული მცენარე, რომლის მოყვანას ადამიანი, ანუ ადამიანური შრომა სჭირდება. იგივე ხორბალი, ბრინჯი და სხვა საკვები მცენარეს ველურ პირობებშიც, ანუ ადამიანის დახმარების გარეშეც შეუძლია გაზრდა. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.
რაც შეეხება ევროპელების შესვლას, ამერიკის კონტინენტზე, რომელიც დაიწყო 1492 წელს,
ქრისტეფორე კოლუმბის პირველი მოგზაურობით და ამერიკის აღმოჩენით. სინამდვილეში კოლუმბმა ამერიკა შედარებით ცივილიზებული ევროპისთვის აღმოაჩინა, სინამდვილეში ამერიკის კონტინენტზე ცნობები ბევრად ადრე მოიპოვებოდა, მაგალითად, ვიკინგები არც თუ იშვიათად სტუმრობდნენ ამერიკის კონტინენტს. მეცნიერულად დადასტურებულია ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობა, რომელიც X საუკუნეში შედგა და ამ ექსპედიციას ნორვეგიელი ზღვაოსანი ლეიფ ერიქსონი უძღვებოდა.
XV საუკუნის ბოლოდან ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე შეიტანეს ისეთი, დაავადებები, რომლის წინააღმდეგ ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას
და იგივე მაიას არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნდათ, ეს იყო, გრიპი, ყვავილი, წითურა და ა. შ. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ახალი ეპიდემიის კერების გაჩენა, რაც ესპანელების მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობის ერთგვარი ხელისშემწყობი პირობები გახდა. ესპანელებმა დაიწყეს ამერიკის და იგივე მაიას დაპყრობა დამორჩილება და ეს გაგრძელდა დაახლოებით 170 წელი. მაიას ბოლო დამოუკიდებელი ქალაქი ტაიასალი 1697 წელს დაეცა.
კოლუმბამდელი მაიას ცოდნა გასაოცარი იყო, იგივე დამწერლობაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მათემატიკასა თუ ასტრონომიაში. გასაოცარია მაიას პირამიდების სისტემა, რომელიც ძველ ეგვიპტურ პირამიდებთან ერთად ჯერ კიდევ რჩება დედამიწის ერთ-ერთ ამოუხსნელ ფენომენად. საინტერესოა, მეცნიერთა ერთ-ერთი ჯგუფის ვარაუდი, რომლის მიხედვით ძველი ეგვიპტელთა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთი ხალხის (იგივე მაია, აცტეკები, ომლეკები, ტოლტეკები) წარმოშობას ერთ ფუძეს, ძირს უკავშირებენ და ეს ადგილია ლეგენდარული კუნძული ატლანტიდაა. თუმცა ეს არის ვარაუდი და ამის დამამტკიცებელი არგუმენტები, გარდა გარკვეული პარალელებისა, უბრალოდ არ არსებობს.
ასევე საინტერესოა მაიას დამწერლობა
– მათ იეროგლიფებს, ისევე როგორც ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებს, გააჩნდათ როგორც ფონეტიკური, ისე იდეოგრამული მნიშვნელობა, ანუ კონკრეტული იეროგლიფი გარდა ბგერისა, ასევე დაკავშირებული იყო რაიმე სიტყვასთან, მცნებასთან.
ისინი წერდნენ როგორც ქვაზე, ისე კერამიკაზე, გააჩნდათ ადგილობრივი ქაღალდიც. თუმცა ქაღალდზე ძირითადად კოდექსები იწერებოდა. მათი იეროგლიფები იყო კვადრატული ან ოვალური და დღესდღეობით მეცნიერებისთვის ცნობილია მაიას 800-დე იეროგლიფი. 
მაიას დათვლის სისტემა იყო არა ათობითი, როგორც ეს ჩვენ ვიცით, არამედ თორმეტობითი და დათვლისას იყენებდნენ როგორც ხელის, ისე ფეხის თითებსაც. მათთვის ცნობილი იყო ციფრი ნულიც და მას ცარიელი ნიჟარის ფორმით გამოსახავდნენ. 1 იყო წერტილი, 2 – ორი წერტილი, 5 – ჰორიზონტალური ტირე, 6 – ჰორიზონტალური ტირე და ერთი წერტილი, შემდეგ ეს კიდევ რთულ ფიგურებში გადადიოდა და ა. შ.
ყველაზე გასაოცარია მაიას მათემატიკური და ასტრონომიული
ცოდნა – ყველა ქალაქის ცენტრში არსებობდა ობსერვატორიები, სადაც მაიას ქურუმები ცაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, ადგენდნენ კალენდრებს, წინასწარმნეტყველებდნენ მომავალს და ა. შ. ეს ქურუმები ფლობდნენ როგორც რელიგიურ, ისე კოსმოგნიურ, ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას. ეს იყო ერთიანი სისტემა. 
მაგალითად, მაიას დედაქალაში, ჩიჩენ იცაში, რომელიც დღესდღეობით ტერიტერიულად მექსიკის ტერიტორიაზეა, უამრავი ტაძარი და ობსერვატორია იყო. აქვე მდებარეობდა და დღესაც მდებარეობს ქარისა და წვიმის ღმერთის, კუკულკანის პირამიდა. სხვათა შორის ამ პირამიდის კიბის საფეხურები 365-ია, რომელიც სიმბოლურად უკავშირდება წელიწადის დღეებს. ზემოთ ნახსნები მელ გიბსონის ფილმში “აპოკალიპტო” მსხვერპლად შეწირვის რიტუალები სწორედ კუკულკანის პირამიდაზე ხდება.
და მათი კალენდარი – მათმა ქურუმებმა შეადგინეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტი არის, ვიდრე ის, რომლითაც დღეს კაცობრიობა სარგებლობს (ე. წ. “გრიგორიანული კალენდარი”). მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე იყო, ხოლო ე. წ. “გრიგორიანული” კალენდარი, რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს, 365,2424 დღე იყო, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.
მაიას კალენდრით სარგებლობდნენ სხვა ცენტრალური ამერიკის ხალხიც და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობდა კალენდრის როგორც სამოქალაქო, ისე რიტუალური ფორმა, ანუ უბრალოდ მოქალაქეები ვერ სწვდებოდნენ კალენდრის მთელ სიღრმეს.
მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
პირველი მათგანია 20 დღიანი ციკლი, რომელსაც “უინალი” ეწოდება.
შემდეგ მოდის ციკლი “ტუნი”, რომელიც შედგება 18 “უინალისგან”, ანუ ეს 360 დღეა (თითქმის წელიწადი).
კალენდრის მომდევნო ციკლი შედგება წინა 20 ციკლისგან – მაგალითად, ციკლი კატუნი შედგებოდა 20 ტუნისგან, ანუ ეს იყო 7200 დღე (19 წელი და 265 დღე).
ამ კალენდრის მიხედვით, რომელიც მაიას ქურუმთა სიტყვებით “მე-4 მზის ეპოქა” და რომელშიც დღევანდელი სამყარო ცხოვრობს სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერი. მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, “შექმნის ეპოქა” 13 ბაკტუნისგან შედგება _ ეს არის 1 872 000 დღე, ანუ დაახლოებით 5100 წელი.
ზემოთ მითითებული პერიოდი სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება. მაინც რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ მიჩნევდნენ მაიას ქურუმები ამ დღეს “დასასრულად”?! ამის ამოხსნას მრავალი წელია მრავალი მეცნიერი თუ მისტიკოსი ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
AUT: MISTERIOUS ZODIAC
კატათერაპია
კატებით მკურნალობა,აწ უკვე სამეცნიერო სახელწოდებით ”ფელინოთერაპია”, ცნობილია უძველესი დროიდან. თერაპიისათვის კატებს ათავსებდნენ მტკივან ადგილას, ამის შესახებ ჟერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა თავის ნაშრომებში. ჰიპოკრატე,რომელმაც მედიცინას მოკვეთა ყველაფერი, რაც სამედიცინო გამოცდილებასთან კავშირში არ იყო. დღესდღეობით აღნიშნულ თერაპიას მიმართავენ არაერთ ქვეყანაში, ამასთან პაციენტთა თქმით თერაპია შედეგიანია.
კატათერაპიას მეცნიერებამ მხარი დაუჭირა
ერთის მხრივ თანამედროვე მედიცინა მკურნალობის ამგვარ მეთოდს სკეპტიკურად უყურედა,რამეთუ გამოცანად რჩებოდა თერაპიული მოქმედების ფიზიკური
მექანიზმი. თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. გვიან ღამით, ლონდონის სამკურნალო მეთოდიკის ინსტიტუტში, როდესაც მეცნიერ–მკვლევართა ჯგუფი ატარებდა ექსპერიმენტს, ლაბორატორიაში შემოვიდა კატა. როგორც კი მან გვერდზე ჩაუარა დაბალი სიხშირის ელექტრო გენერატორს, ხელსაწყო მწყობრიდან გამოვიდა.
„თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა’’– ჰყვება ინსტიტუტის ერთერთი თანამშრომელი– „მაგრამ ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე, როცა მართა (ასე ერქვა კატას) გენერეტორტან ახლოს ჩაივლიდა. მაშინ კი ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეზომა მისი ელექტრო–მაგნიტური ველი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა– კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მართა გამომიმუშავებს ბევრად ძლიერ დაბალშიხშირულ ველს, ვიდრე ძვირადღირებული გენერატორი (!!!)’’.
ამის შემდეგ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის გაგრძელება. იმ პერიოდში, ინსტიტუტში იკვლევდნენ ქრონიკული ანთებითი დაავადებების დაბალი სიხშირის ელ.დენის გენერატორით მკურნალობის მეთოდიკას. ახსოვდათ რა წინამდებარე ექსპერიმენტის შედეგები, მკვლევარებმა მოხალისე–ავადმყოფები გაჰყვეს ორ ჯგუფად, ნაწილის მკურნალობა კვლავ განაგრძეს ჩვეული მეთოდით (ანუ დაბალი სიხშირის ელ.დენის გენერატორით), ხოლო მეორე ჯგუფის პაციენტთა თერაპიაში გამოიყენეს კატა, მათ პაციენტთა მტკივან ადგილზე სვამდნენ. ერთი თვის თავზე მკვლევარებმა ექსპერიმენტის შედეგები შეადარეს: ავადმყოფები,რომლებიც მიმართავდნენ კატათერაპიას, უკლებრივ ყველა გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე ჯგუფიდან გამოჯანმრთელდა მხოლოდ ნახევარი.
ინდიგოს ბავშვები
ინდიგოს თაობა, ანუ იისფერი რასა

ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები” (ლი კეროლი არ უნდა აგვერიოს მწერალ ლუის კეროლში, რომელიც გახლავთ ავტორი ცნობილი ზღაპრისა – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”).
“ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.
საინტერესოა, თუ რომელი წლიდან დაბადებული ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს “ინდიგოს ბავშვად”? იგივე კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.
კითხვაზე, ვინ არიან ინდიგოს ბავშვები?! პასუხი არაერთმნიშვნელოვანია. ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.
ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც.
ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”.
თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.
მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.
გარდა ამისა, “ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით “ინდიგო ბავშვების” კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.
ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს”).
როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას _ სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.

უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.
კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ “ინდიგოს ბავშვებს”. ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება “ინდიგოს ბავშვებთან” ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია “ინდიგოს ბავშვებისთვის”.
მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.
სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ “ინდიგოს ბავშვების” დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ “ინდიგოს ბავშვების” განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან “ინდიგოს ბავშვები” თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის.
მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: “მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ”, “მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი” და ა. შ.
მეცნიერი რობერტ ო’კერი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან თავის შრომებში, რომლებიც სწორედ “ინდიგოს ბავშვებს” ეხება, აღნიშნავს, რომ აღმზრდელები (მშობლები, პედაგოგები) უნდა გახდნენ ნოვატორები აღმზრდელობითი მეთოდების განვითარებაში და მათი მიდგომები ასეთ ბავშვებთან უნდა გახდეს უფრო მოქნილი. ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად უნდა შეცვალონ მიდგომა მათ მიმართ – ეს განსაკუთრებით ახსნისა და ინფორმაციის გადაცემის მეთოდებს ეხება
სხვათა შორის, ინდიგოს ბავშვების კვლევის შესახებ არც თუ იშვიათად ტარდება კონფერენციები, მაგალითად 2000 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ასე ეწოდებოდა “ახალი ეპოქა – ახალი ადამიანი” საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ანუ მსოფლიოში აქტიურად მიდის მეცნიერული მუშაობა ამ საკითხის შესწავლისა და განვითარებისთვის.
იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საბავშვო ბაღებში, კოლეჯებში, საშუალო სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცევა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობებს. მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ეწყობა ტრენინგები, სადაც მონაწილეობას იღებენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები.
გარდა ამისა, ამერიკაში შემუშავებულია სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით მიდის აქტიური მუშაობა ბავშვებში ზემოთ ნახსენები სინდრომის აღმოსაფხვრელად. სინდრომი (ეი-დი-ეიჩ-დი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კავშირშია უპირველესად უყურადღებობასთან, ყურადღების დეფიციტთან. მაგალითად, 1996 წელს, ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული დასკვნით 1990-95 წლებში დაფიქსირდა ამ სინდრომის ორჯერ ზრდა, რამაც აიძულა ამერიკელი მეცნიერები სასწრაფოდ შეემუშავებინათ ახალი სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით ამ სინდრომის აღმოფხვრა სხვა მეთოდებთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებებითაც ხდება.
თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის – მეცნიერთა ჯგუფი იელის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ამ ბავშვებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებას აზრი არა აქვს და ეს სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. მათი აზრით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა, ბავშვები გახდნენ შედარებით დამჯერები და დამყოლები, მაგრამ ზემოთ ნახსენები სინდრომი არ იკურნება. ამასთან ეს სინდრომი და საერთოდ ამ ბავშვების ქცევა არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ეს არის მათი სიტყვებით, “ახალი ადამიანის ტიპის დაბადების ნიშანი”. ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება დაამუხრუჭებს ამ ბავშვების და აქედან გამომდინარე კაცობრიობის განვითარებას. აი, ამას ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერების ნაწილი.
ისე, ინტერესისთვის, საქართველოში ამ პრობლემაზე ალბათ არავინ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია და ალბათ ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა ისევ ძველი, შეიძლება ვთქვათ, “საბჭოთა მეთოდებით” ხდება.
მთლიანობაში რა თქმა უნდა “ინდიგოს ბავშვები” განსხვავებულები არიან და მათთან ურთიერთობებისას რამოდენიმე რჩევა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს რჩევები საერთოდ ბავშვებთან ურთიერთობებში გამოსადეგია, თუმცა ეს ყოველივე “ინდიგოს ბავშვთან” განსაკუთრებით საჭიროა.
მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.
დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.
ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
არასდროს არ დაამციროთ.
ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.
ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.
ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს “ინდიგოს ბავშვისთვის” ჩვეულებრივი რამ არის.
თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც. მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც “ზის”.
ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.
თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.
შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.
შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.
და ბოლოს, ნუ აღნიშნავთ, რომ ის განსხვავებულია და განსხვავებულად ამიტომ, ექცევით. არ არის საჭირო, ამისთვის ხაზის გასმა.



