enjoy your free space..

მაიას ცივილიზაცია და კალენდარი

მაიას ცივილიზაციის ადგილ-მდებარეობა ცენტრალური ამერიკა იყო და დღესდღეობით, ტერიტორიაზე, სადაც მაია ცხოვრობდა, შემდეგი ქვეყნები მდებარეობენ: გვატემალა, ბელიზი, სალვადორი, დასავლეთ ჰონდურასი და მექსიკის საკმაოდ დიდი ნაწილი.

საინტერესოა, რომ მაიას უძველესი ქალაქი, რომელიც გადარჩენილ ქალაქებს შორის, ყველაზე ძველ ქალაქად ითვლება და სახელად ლამანაი ეწოდებოდა, ბელიზში მდებარეობს. ეს ქალაქი დაახლოებით 3000 წლისაა. დაახლოებით ასევე 3000 წლისა ქალაქი, უფრო სწორად ნაქალაქარი კახალ პეჩი, რომელიც ასევე ბელიზში მდებარეობს.
მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით 2000 წ. ჩვ. წ. აღ-მდე, ხოლო მისი ზეობის პერიოდი კი იყო 250-900 წ.წ. ახ. წ. აღ-ით.
მაიას განვითარება ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულში დაიწყო, რომელიც უპირველესად გამოიხატებოდა ქალაქებს შორის ვაჭრობაში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ახალი ქალაქების აშენებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კომუნიკაციური სისტემების შექმნას.

დაახლოებით დაახლოებით წ. ჩვ. წ. აღ-მდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს პირველი კალენდარი. ამავე პერიოდში გაჩნდა მეფის ინსტიტუტი და დაარსდა მაიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას ძირითადი ქალაქი ტეოტიუაკანი, რომელიც გახდა არა მხოლოდ მაიას, არამედ სხვა ცივილიზაციების სავაჭრო ცენტრი. ეს ქალაქი მექსიკის დღევანდელი დედაქალაქ მეხიკოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობდა.
სახელი ტეოტიუაკანი ესპანურიდან ითარგმნება როგორც “ქალაქი, სადაც დაიბადა ღმერთი” (ქალაქის თავდაპირველი სახელი შემორჩენილი არ არის). აღსანიშნავია, რომ ტეოტიუაკანი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ქალაქი იყო – მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს აჭარბებდა. სხვათა შორის აქ მდებარეობდა მზისა და მთვარის ღმერთების პირამიდები. პირველი მათგანის სიმაღლე 65, მეორესი კი 42 მეტრი იყო. თუმცა VII საუკუნიდან ტეოტიუაკანი გაუკაცრიელდა და ეს ქალაქი მოსახლეობამ დატოვა. მოგვიანებით აქ მოსულ და დასახლებულ აცტეკებს ამ მართლაც დიდებული ქალაქის მხოლოდ ნანგრევები დახვდათ.

დღეს ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ ამერიკის ცივილიზაციები და მათ შორის მაია ამერიკის კონტინენტზე ევროპელების შესვლის შემდეგ დაეცა. სინამდვილეში ეს სიმართლეს ნაწილობრივ შეესაბამება. რა თქმა უნდა ევროპელებმა დიდი ზიანი მიაყენეს ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას, თუმცა მანამდე უკვე დაწყებული იყო ამ ცივილიზაციების გადაშენება, მაგალითად, აღარ არსებობდნენ იგივე ომლეკები, ტოლტეკები, რომელთა შესახებ ჩანაწერებს მაიას ქურუმთა ტრაქტატებში ხვდებით.

ასევე საინტერესოა, რომ მაიას ხალხები ქალაქებს ქვისგან აშენებდნენ. დღესდღეობით 1000-მდე ასეთი ქალაქი და დასახლებული პუნქტია შემონახული (რომელთა უმეტესობას, სხვათა შორის როგორც კულტურულ მემკვიდრეობას იუნესკო იცავს). ევროპელების შესვლისას, ეს არის დაახლოებით XV საუკუნის ბოლო და XVI საუკუნის დასაწყისი, ამ ქალაქების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან უბრალოდ დაცლილი იყო, ანუ ფაქტიურად ეს იყო “მკვდარი ქალაქები”.

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მაიას ქალაქების მოსახლეობისგან დაცლა ძირითადად X საუკუნიდან დაიწყო. ამის ახსნას მეცნიერები ორი ვერსიით ცდილობენ. პირველი ეს არის ეკოლოგიური ფაქტორი, ხოლო მერე არაეკოლოგიური ფაქტორი.

პირველი მათგანი, ანუ ეკოლოგიური ფაქტორი მდგომარეობს ადამიანისა და ბუნების გაუცხოვებაში, ანუ მეცნიერთა აზრით, დაიწყო ხვნა-თესვისთვის გამოსადეგი ნიადაგისა და სასმელი წყლის ნაკლებობა, რამაც განაპირობა ხალხის სხვა ტერიტორიებზე მიგრაცია. მეორე კი მდგომარეობას კლიმატის შეცვლასა და ეპიდემიის გავრცელებაში. უნდა ითქვას, რომ მეორე ვერსიას უფრო მეტი მომხრე ჰყავს და ამას ამყარებს ზემოთ ნახსენები ჩანაწერები ტოლტეკების შესახებ, რომლებიც სწორედ უცნაური დაავადების შედეგად გადაშენდნენ.

გარდა ამისა, მაიას ქალაქები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ და ამის მიზეზი იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რელიგიური გავლენის მოპოვების სურვილი. მაიას ცივილიზაციაში ყველაზე ადრეული დათარიღებულ ომად მიჩნეულია ქალაქებს კალაკმულსა და ტიკალის შორის ატეხილი ომი, როდესაც დაატყვევეს ტიკალის მეფე ტიკალი იაშ-ებ-შოკა II და ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს. მოკლედ, დამარცხებულთა ბედი საკმაოდ ტრაგიკული იყო, მათ მსხვერპლად შეწირვა ელოდათ, რადგან სისხლი როგორც მაიას, ასევე აცტეკების, ომლეკების, ტოლტეკებისა თუ სხვა მსგავსი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაიას ქურუმებს მიაჩნდათ, რომ სისხლში არის სული და სასიცოცხლო ენერგია, რომელიც მსხვერპლად შეწირვის დროს გამწმენდ ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ, სულაც არ არის გადაჭარბებული მელ გიბსონის ფილმი, “აპოკალიპტო”. ვისაც აქვს ეს ფილმი ნანახი, მას წარმოდგენა შეექმნება, მაიას და საერთოდ ცენტრალური ამერიკის ხალხთა შორეულ ცხოვრებაზე. თუმცა რა თქმა უნდა მაიას ცივილიზაცია მხოლოდ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა არ იყო. იგივე ადამიანების მასობრივი განადგურება XX საუკუნის ევროპაშიც ხდებოდა – ამისთვის უნდა გავიხსენოთ ფაშიზმი და საკონცენტრაციო ბანაკები.

რაც შეეხება მაიას რელიგურ პანთეონს, აქ უდავოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოთხი სტიქიის ღმერთს კუკულკანს. კუკულკანის სიმბოლო იყო ფრთოსანი გველი. მათ ასევე ჰყავდათ სიკვდილის და მკვდართა სამეფოს ღმერთი აჰ პუჩი, წყლისა და წვიმის ღმერთი ჩააკი, ცის ღმერთი იცამნა, მსხვერპლად შეწირვის ღმერთი იშ-ტაბი, ცისარტყელის ღმერთი იშ-ჩელი და ა. შ. საინტერესოა, რომ მაიას პანთენში შედიოდა ასევე ტყისა და სიმინდის ღმერთი იუმ კააში. მაია სიმინდს უდიდეს თაყვანს სცემდნენ და ღვთიურ მცენარედ მიაჩნდათ. ისინი თვლიდნენ, რომ სიმინდი სწორედ ღმერთმა უბოძა ხალხს. ამის დადასტურებისთვის მოჰყავდათ შემდეგ მაგალითი – სიმინდი არის ერთადერთი კულტურული მცენარე, რომლის მოყვანას ადამიანი, ანუ ადამიანური შრომა სჭირდება. იგივე ხორბალი, ბრინჯი და სხვა საკვები მცენარეს ველურ პირობებშიც, ანუ ადამიანის დახმარების გარეშეც შეუძლია გაზრდა. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.

რაც შეეხება ევროპელების შესვლას, ამერიკის კონტინენტზე, რომელიც დაიწყო 1492 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის პირველი მოგზაურობით და ამერიკის აღმოჩენით. სინამდვილეში კოლუმბმა ამერიკა შედარებით ცივილიზებული ევროპისთვის აღმოაჩინა, სინამდვილეში ამერიკის კონტინენტზე ცნობები ბევრად ადრე მოიპოვებოდა, მაგალითად, ვიკინგები არც თუ იშვიათად სტუმრობდნენ ამერიკის კონტინენტს. მეცნიერულად დადასტურებულია ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობა, რომელიც X საუკუნეში შედგა და ამ ექსპედიციას ნორვეგიელი ზღვაოსანი ლეიფ ერიქსონი უძღვებოდა.

XV საუკუნის ბოლოდან ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე შეიტანეს ისეთი, დაავადებები, რომლის წინააღმდეგ ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას და იგივე მაიას არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნდათ, ეს იყო, გრიპი, ყვავილი, წითურა და ა. შ. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ახალი ეპიდემიის კერების გაჩენა, რაც ესპანელების მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობის ერთგვარი ხელისშემწყობი პირობები გახდა. ესპანელებმა დაიწყეს ამერიკის და იგივე მაიას დაპყრობა დამორჩილება და ეს გაგრძელდა დაახლოებით 170 წელი. მაიას ბოლო დამოუკიდებელი ქალაქი ტაიასალი 1697 წელს დაეცა.

კოლუმბამდელი მაიას ცოდნა გასაოცარი იყო, იგივე დამწერლობაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მათემატიკასა თუ ასტრონომიაში. გასაოცარია მაიას პირამიდების სისტემა, რომელიც ძველ ეგვიპტურ პირამიდებთან ერთად ჯერ კიდევ რჩება დედამიწის ერთ-ერთ ამოუხსნელ ფენომენად. საინტერესოა, მეცნიერთა ერთ-ერთი ჯგუფის ვარაუდი, რომლის მიხედვით ძველი ეგვიპტელთა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთი ხალხის (იგივე მაია, აცტეკები, ომლეკები, ტოლტეკები) წარმოშობას ერთ ფუძეს, ძირს უკავშირებენ და ეს ადგილია ლეგენდარული კუნძული ატლანტიდაა. თუმცა ეს არის ვარაუდი და ამის დამამტკიცებელი არგუმენტები, გარდა გარკვეული პარალელებისა, უბრალოდ არ არსებობს.

ასევე საინტერესოა მაიას დამწერლობა – მათ იეროგლიფებს, ისევე როგორც ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებს, გააჩნდათ როგორც ფონეტიკური, ისე იდეოგრამული მნიშვნელობა, ანუ კონკრეტული იეროგლიფი გარდა ბგერისა, ასევე დაკავშირებული იყო რაიმე სიტყვასთან, მცნებასთან.

ისინი წერდნენ როგორც ქვაზე, ისე კერამიკაზე, გააჩნდათ ადგილობრივი ქაღალდიც. თუმცა ქაღალდზე ძირითადად კოდექსები იწერებოდა. მათი იეროგლიფები იყო კვადრატული ან ოვალური და დღესდღეობით მეცნიერებისთვის ცნობილია მაიას 800-დე იეროგლიფი.
მაიას დათვლის სისტემა იყო არა ათობითი, როგორც ეს ჩვენ ვიცით, არამედ თორმეტობითი და დათვლისას იყენებდნენ როგორც ხელის, ისე ფეხის თითებსაც. მათთვის ცნობილი იყო ციფრი ნულიც და მას ცარიელი ნიჟარის ფორმით გამოსახავდნენ. 1 იყო წერტილი, 2 – ორი წერტილი, 5 – ჰორიზონტალური ტირე, 6 – ჰორიზონტალური ტირე და ერთი წერტილი, შემდეგ ეს კიდევ რთულ ფიგურებში გადადიოდა და ა. შ.

ყველაზე გასაოცარია მაიას მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნა – ყველა ქალაქის ცენტრში არსებობდა ობსერვატორიები, სადაც მაიას ქურუმები ცაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, ადგენდნენ კალენდრებს, წინასწარმნეტყველებდნენ მომავალს და ა. შ. ეს ქურუმები ფლობდნენ როგორც რელიგიურ, ისე კოსმოგნიურ, ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას. ეს იყო ერთიანი სისტემა.
მაგალითად, მაიას დედაქალაში, ჩიჩენ იცაში, რომელიც დღესდღეობით ტერიტერიულად მექსიკის ტერიტორიაზეა, უამრავი ტაძარი და ობსერვატორია იყო. აქვე მდებარეობდა და დღესაც მდებარეობს ქარისა და წვიმის ღმერთის, კუკულკანის პირამიდა. სხვათა შორის ამ პირამიდის კიბის საფეხურები 365-ია, რომელიც სიმბოლურად უკავშირდება წელიწადის დღეებს. ზემოთ ნახსნები მელ გიბსონის ფილმში “აპოკალიპტო” მსხვერპლად შეწირვის რიტუალები სწორედ კუკულკანის პირამიდაზე ხდება.

და მათი კალენდარი – მათმა ქურუმებმა შეადგინეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტი არის, ვიდრე ის, რომლითაც დღეს კაცობრიობა სარგებლობს (ე. წ. “გრიგორიანული კალენდარი”). მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე იყო, ხოლო ე. წ. “გრიგორიანული” კალენდარი, რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს, 365,2424 დღე იყო, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.

მაიას კალენდრით სარგებლობდნენ სხვა ცენტრალური ამერიკის ხალხიც და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობდა კალენდრის როგორც სამოქალაქო, ისე რიტუალური ფორმა, ანუ უბრალოდ მოქალაქეები ვერ სწვდებოდნენ კალენდრის მთელ სიღრმეს.

მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
პირველი მათგანია 20 დღიანი ციკლი, რომელსაც “უინალი” ეწოდება.
შემდეგ მოდის ციკლი “ტუნი”, რომელიც შედგება 18 “უინალისგან”, ანუ ეს 360 დღეა (თითქმის წელიწადი).
კალენდრის მომდევნო ციკლი შედგება წინა 20 ციკლისგან – მაგალითად, ციკლი კატუნი შედგებოდა 20 ტუნისგან, ანუ ეს იყო 7200 დღე (19 წელი და 265 დღე).

ამ კალენდრის მიხედვით, რომელიც მაიას ქურუმთა სიტყვებით “მე-4 მზის ეპოქა” და რომელშიც დღევანდელი სამყარო ცხოვრობს სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერი. მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, “შექმნის ეპოქა” 13 ბაკტუნისგან შედგება _ ეს არის 1 872 000 დღე, ანუ დაახლოებით 5100 წელი.
ზემოთ მითითებული პერიოდი სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება. მაინც რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ მიჩნევდნენ მაიას ქურუმები ამ დღეს “დასასრულად”?! ამის ამოხსნას მრავალი წელია მრავალი მეცნიერი თუ მისტიკოსი ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

AUT: MISTERIOUS ZODIAC

About these ads

3 responses

  1. niniii

    au dzalian didi madloba rom es statia dawer dzaan magari skolashi mchirdebioda da ai aq vipoveee

    June 9, 2010 at 8:59 am

    • u’re wellcome! :) =)) imedia literaturashi miutite blogi :D:D :*

      June 13, 2010 at 5:49 pm

  2. dzalian momewonaaa istoriashi es tema davwere maswss moewonaa:)):********

    February 4, 2013 at 12:16 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.