enjoy your free space..

როდის გასდის ექსპლუატაციის ვადა ქალიშვილობის ინსტიტუტს?!

    ძვირფასო (საზოგადოებავ) მასავ , სანამ თქვენ ტვინს ….. +18 (ჭამთ) თქვენი მაღალ’’(ზნე)ენობრივი’’ პათოსით, სხვები ერთმანეთს … +18(ჭამენ)! (ხალხური)

მართალი გითხრათ ეს თემა იმდენად გაცვეთილია და მითუმეტეს ისეთი უინტერესო (მირჩევნია საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე მეზობელი გარიკას რეპლიკა მოვისმინო), რომ არც ვაპირებდი რაიმეს დაწერას, მაგრამ სად იყო და სად არა… მოკლედ:

1. მე-რობოტი

მაინც და მაინც არ არის აუცილებელი მეტალის შენადნობი იყო > ხელოვნური ინტელექტით, რომ რობოტი გერქვას. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ეჭვი მაქვს ბევრი განიცდის ამ სახის მუტაციებს, როდის დაიწყო ეს პროცესი? -ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ყოველ შემთხვევაში მაშინ არა, როდესაც მიშა (ედიკა, ზვიადი..) მოვიდა!
ერთი კი უდავოა: როდესაც ჩვენ (ჩვენ- კრებითია) დავდექით უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე- ტექნოლოგიური პროგრესი თუ რწმენა, ავირჩიეთ მეორე-რწმენა.. სიმართლე გითხრათ ამ არჩევანის წინაშე არც დავდგებოდით ცოტა პროდუქტიულად რომ გვეაზროვნა, მაგრამ შედეგი მძიმე გამოდგა:

    1. უძველესი ისტორიის, გამოცდილების, პოტენციალისა თუ „ლამაზი თვალების’’ მიუხედავად, ჩვენ „ბანანის ქვეყნების’’ რიცხვს მივეკუთვნებით.
    2. ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ რწმენა (ახლა არ დამიწყოთ). ის ფაქტი, რომ საქართველო მართმადიდებელი ქვეყანაა, ჩვენს მიწას ბევრი ეკლესია-მონასტერი ამშვენებს, ამასთანავე საქართველოში მრავალრიცხოვანი მრევლია,იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენ გაგვაჩნია რწმენა! კი ბატონო, გეთანხმებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „რელიგიურია’’- თუ რატომ ბრჭყალებში, მარტივი მაგალითისთვის შეგიძლიათ მიგელ დე უნამუნოს „ჩემი რელიგია“ წაიკითხოთ.

სიმარტივისთვის ამონარიდი:
“კარგი, მაგრამ, – ვეკითხები საკუთარ თავს, – მაინც რა არის შენი რელიგია?” – და თავადვე ვპასუხობ – ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა – ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე, – როგორც წერენ ხოლმე პედანტები, – ვერც იმას დავჯერდები,”ბედს ვერსად წაუხვალო”, რომ აუკვიატებიათ. ვგმობ ამ თქვენს გაქვავებულ გნორაბიმუს-ს, სულერთია, ვერავინ და ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე; დიახ, მე ვბედავ მივწვდე მიუწვდომელს.”

უდავოა, მიგელი სულით მორწმუნე და რევოლუციონერი იყო! კარგით, დღეისთვის მაღალ მატერიებს ნუ გავეკიდებით და მოდით დასახულ საკითხს მივხედოთ.
ჩავთვალოთ, რელიგიურობაზე შევთანხმდით და მიგელ დე უნამუნოს სიტყვებსაც ჩავწვდით..
შენ-გწამს! რელიგია შენი რწმენის სახლია! რწმენის სახლი -გულია! გული კი-სიყვარულია, სიყვარული კი-ღმერთია! (ჩემი მეგობარი)
….
რწმენაზე სხვა პოსტში ახლა კი უნივერსიტეტებს.. ბოდიში, ინსტიტუტებს მივხედოთ!

ბავშვობაში (არც ისე ღრმა ბავშვობაში) სიტყვა „ინსტიტუტი’’ ჩემს ცნობიერებაში ასოცირდებოდა კვლევით/საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა- „რა კავშირი აქვს ინსტიტუტს – ქალიშვილობასთან?!’’
შემდეგ ავდექი და ბიძია გუგლის :) დახმარებით ინსტიტუტის განმარტება ვიპოვე:

  • ტერმინი ინსტიტუტი (ლათ. institutum – დაწესებულება ან ჩვევა) რაიმე პერმანენტულ ორგანიზაციულ შენაერთზე მიუთითებს, რომელიც გარკვეული დანიშნულებისა და მიზნის განხორციელებისთვის შეიქმნა. ხშირად ეს კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც რაიმე საგნის ან საკითხის შესწავლა/ძიებისთვის შეიქმნა გარკვეულ სფეროში.
  • იმის გათვალისწინებით,რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი (არ) წამოადგენს დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელიც გარკვეული დანიშნულებისა და მიზნის განსახორციელებლად შეიქმნა (!) , გვრჩება მეორე ვარიანტი : „ქალიშვილობის ინსტიტუტი- როგორც ქალიშვილობის ჩვევა (wtf?!), ნორმალური ენით ქალიშვილობის სწავლა-ჩვევის გამომუშავება (?) (ტერმინი institutum ლათინური სიტყვიდან instituere მომდინარეობს და ნიშნავს შენებას, შექმნას, გაზრდასა და სწავლებას).

    აქედან გამომდინარე ქალიშვილობის ინსტიტუტი არის- სახლი, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, მეზობლები, ნათესავები, ახლობლები, უცხოები-ყველა! ხშირად ზედაპირული, ყბაჩამოვარდნილი, უგუნური რუხი მასა…
    ზოგიერთი უგვანოს აზრით ანუ „წესით და რიგით’’ ამ ჩამონათვალს ეკლესია უნდა ამშვენებდეს- ზოგადად ხომ მიღებულია, რომ დღესდღეობით ნებისმიერი შეზღუდვის ავტორობას ეკლესიას მიაწერენ. ის სტერეოტიპი, რომ „ქალიშვილობის ინსტიტუტის’’ არსებობა ეკლესიასთანაა დაკავშირებული და რელიგიური კანონმდებლობითაა გამყარებული, სამწუხაროდ უნდა დავანგრიო, (თუმცა არც მე ვარ პირველი ვინც ამას ამბობს)…
    ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი აქსიომა:

    1. რელიგია მასების მართვის საუკეთესო იარაღია.

    მითუმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს თეოლოგიურად განუვითარებელ, უვიც და ერთი სიტყვით ურწმუნო საზოგადოებასთან, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ამ კატეგორიის შეცდენა და გზიდან გადაყვანა.

    2. ყველაფერი მასობრივი კლავს.
    ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი!
    ქალიშვილობის ინსტიტუტის გარეთ დარჩენილი სტუდენტის აღსარება:
    „როგორ მაოცებს ზოდადად ადამიანისადმი მიდგომა. რობოტად გთვლიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნაწილებს გიმოწმებენ, ყველაფერი მთელი გაქვს თუ არა, თუ ყველაფერი რიგზეა, შეგიძლია მშვიდად იყო- გაგიყვანენ ცხოვრებისეულ ასპარესზე-ჩაგიშვებენ ექსპლუატაციაში, თუ არა და მიგაგდებენ ნახმარი და დაძველებული ტექნიკის სასაფლაოზე.
    ამ ხალხმა შეიძლება იცის რა განსხვავებაა ცოცხალსა და არაცოცხალს შორის, მაგრამ ნამდვილად არ იცის რა განასხვავებს ადამიანს ცოცხალი ბუნების სხვა წარმომადგენლებისაგან!’’

    ინდივიდუალური, გონივრული აზროვნების უნარი+გრძნობები=რწმენა!

    არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, ამგვარი საჩოთირო თემებზე ხომ დაუსრულებლად შეიძლება დისკუსია. ერთი კი ნათელია, საქმე არაა ქალიშვილობის ინსტიტუტში, როგორც სტრუქტურულ აზროვნებით ერთეულში, არამედ ზოგადად ჩვენში.
    ქალიშვილობის ინსტიტუტი წამოადგენს დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელიც გარკვეული დანიშნულებისა და მიზნის განსახორციელებლად შეიქმნა.
    მიზანი: ადამიანთა აზროვნებითი კოლაფსი!
    გამოსავალი: ?
    1. ინდივიდუალიზმის განვითარება
    კომენტარი: უკვე დიდი ხანია რაც არც საზოგადოება და მითუმეტეს ტერმინი „ერი’’ არ გამომიყენებია იმ მასის აღწერისას, რომელსაც „საქართველოს მაცხოვრებლებს’’ ვუწოდებ..საზოგადოება ინდივიდების ერთობლიობაა გარკვეული საერთო მიზნით, ხოლო ერის „ეროვნულობა’’ ილია ჭავჭავაძის დიადი სიტყვების ( „ენა, მამული, სარწმუნოება’’) გულით მატარებლებსა და საქმით-მაჩვენებლებზე არის დამყარებული, საუბედუროდ ილიასთან ერთად მოკლეს-ერიც..

    2. განათლება
    ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია ამაზე უფრო ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი სიტყვა.
    ოღოდ რატომრაც ბევრს ეშლება განათლების განმარტება და დედააზრი. ხშირად განათლებულს ვუწოდებთ მას ვინც ბევრი წაიკითხა/ისწავლა, ამ დროს არსებობს მშვენიერი ქართული სიტყვა „წიგნიერება’’ და ვინც ნასწავლ-ნაკითხია _ წიგნიერია.
    განათლება წარმოდგება ფუძისაგან ნათელი (ნათლობა, მონათვლა, განათლება, ნათელი კი- სიწმინდის სიმბოლოა!
    ასე, რომ მე იშვიათად ვიყენებ სიტყვას „განათლებული’’, (მაგ. იაკობ ხუცესი იყო განათლებული).
    განათლება=გონევრივი განსწავლულობა+სულიერი განსწავლულობა

    —————————-
    თუ თქვენ ეს პოსტი წაიკითხეთ და გააცნობიერეთ, სიახლე იპოვეთ, ისწავლეთ და გააანალიზეთ, მინდა მოგილოცოთ!
    ქალიშვილობის ინსტიტუტს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა!

    About these ads

    8 responses

    1. ძალიან, ძალიან ძილიერი პოსტია…

      March 9, 2011 at 5:32 pm

    2. 10-იანში მოარტყი. გამანადგურებელი პოსტია. მომეწონა~
      ისე საოცარი გადასვლაა კოსმოლოგიიდან ქალიშვილობის ინსტიტუტამდე…
      ისე ექსპლუატაციის ვადა ამ ინსტიტუტს დიდი ხანია გაუვიდა, მაგრამ საქართველოში ხო იცი რა ჭარბადაა ვადაგასული პროდუქტი მოხმარებაში?

      March 9, 2011 at 10:31 pm

      • =))))!
        მიუხედავად იმისა, რომ ”ვარსკვლავების ცქერა” ჩემი საყვარელი საქმიანობაა, მიწიერი ”პრობლემები” ყურადღების მიღმა არ მრჩება :)))

        ვადაგასული პროდუქცია ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს, გამოსავალი-სისხლის გადასხმაა..
        პ.ს. ისე დონორსაც გააჩნია ;)

        March 10, 2011 at 5:45 pm

    3. ჩემი საყვარელი საქმიანობაც “ვარკსლვავების ცქერაა” და მიწიერი “პრობლემები” რომ არა ალბათ სულ ცქრეაში გავატარებდი დროს.
      კარგი ქენი რომ დაუბრუნდი ბლოგს, ველი საინტერესო პოსტებს.

      March 10, 2011 at 7:56 pm

    4. scorpion

      მომწონს თქვენი აზროვნების სტილი და ფართო თვალსაწიერი:)

      April 16, 2011 at 4:24 pm

    5. mari

      ძალიან გონივრული პოსტია, მომეწონა. განსაკუთრებით დამოკიდებულება რელიგიისადმი. გესტუმრებიტ ხოლმე :)))

      April 16, 2011 at 5:34 pm

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

    Connecting to %s

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.