enjoy your free space..

Latest

როდის გასდის ექსპლუატაციის ვადა ქალიშვილობის ინსტიტუტს?!

    ძვირფასო (საზოგადოებავ) მასავ , სანამ თქვენ ტვინს ….. +18 (ჭამთ) თქვენი მაღალ’’(ზნე)ენობრივი’’ პათოსით, სხვები ერთმანეთს … +18(ჭამენ)! (ხალხური)

მართალი გითხრათ ეს თემა იმდენად გაცვეთილია და მითუმეტეს ისეთი უინტერესო (მირჩევნია საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე მეზობელი გარიკას რეპლიკა მოვისმინო), რომ არც ვაპირებდი რაიმეს დაწერას, მაგრამ სად იყო და სად არა… მოკლედ:

1. მე-რობოტი

მაინც და მაინც არ არის აუცილებელი მეტალის შენადნობი იყო > ხელოვნური ინტელექტით, რომ რობოტი გერქვას. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ეჭვი მაქვს ბევრი განიცდის ამ სახის მუტაციებს, როდის დაიწყო ეს პროცესი? -ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ყოველ შემთხვევაში მაშინ არა, როდესაც მიშა (ედიკა, ზვიადი..) მოვიდა!
ერთი კი უდავოა: როდესაც ჩვენ (ჩვენ- კრებითია) დავდექით უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე- ტექნოლოგიური პროგრესი თუ რწმენა, ავირჩიეთ მეორე-რწმენა.. სიმართლე გითხრათ ამ არჩევანის წინაშე არც დავდგებოდით ცოტა პროდუქტიულად რომ გვეაზროვნა, მაგრამ შედეგი მძიმე გამოდგა:

    1. უძველესი ისტორიის, გამოცდილების, პოტენციალისა თუ „ლამაზი თვალების’’ მიუხედავად, ჩვენ „ბანანის ქვეყნების’’ რიცხვს მივეკუთვნებით.
    2. ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ რწმენა (ახლა არ დამიწყოთ). ის ფაქტი, რომ საქართველო მართმადიდებელი ქვეყანაა, ჩვენს მიწას ბევრი ეკლესია-მონასტერი ამშვენებს, ამასთანავე საქართველოში მრავალრიცხოვანი მრევლია,იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენ გაგვაჩნია რწმენა! კი ბატონო, გეთანხმებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „რელიგიურია’’- თუ რატომ ბრჭყალებში, მარტივი მაგალითისთვის შეგიძლიათ მიგელ დე უნამუნოს „ჩემი რელიგია“ წაიკითხოთ.

სიმარტივისთვის ამონარიდი:
“კარგი, მაგრამ, – ვეკითხები საკუთარ თავს, – მაინც რა არის შენი რელიგია?” – და თავადვე ვპასუხობ – ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა – ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე, – როგორც წერენ ხოლმე პედანტები, – ვერც იმას დავჯერდები,”ბედს ვერსად წაუხვალო”, რომ აუკვიატებიათ. ვგმობ ამ თქვენს გაქვავებულ გნორაბიმუს-ს, სულერთია, ვერავინ და ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე; დიახ, მე ვბედავ მივწვდე მიუწვდომელს.”

უდავოა, მიგელი სულით მორწმუნე და რევოლუციონერი იყო! კარგით, დღეისთვის მაღალ მატერიებს ნუ გავეკიდებით და მოდით დასახულ საკითხს მივხედოთ.
ჩავთვალოთ, რელიგიურობაზე შევთანხმდით და მიგელ დე უნამუნოს სიტყვებსაც ჩავწვდით..
შენ-გწამს! რელიგია შენი რწმენის სახლია! რწმენის სახლი -გულია! გული კი-სიყვარულია, სიყვარული კი-ღმერთია! (ჩემი მეგობარი)
….
რწმენაზე სხვა პოსტში ახლა კი უნივერსიტეტებს.. ბოდიში, ინსტიტუტებს მივხედოთ!

ბავშვობაში (არც ისე ღრმა ბავშვობაში) სიტყვა „ინსტიტუტი’’ ჩემს ცნობიერებაში ასოცირდებოდა კვლევით/საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა- „რა კავშირი აქვს ინსტიტუტს – ქალიშვილობასთან?!’’
შემდეგ ავდექი და ბიძია გუგლის :) დახმარებით ინსტიტუტის განმარტება ვიპოვე:

  • ტერმინი ინსტიტუტი (ლათ. institutum – დაწესებულება ან ჩვევა) რაიმე პერმანენტულ ორგანიზაციულ შენაერთზე მიუთითებს, რომელიც გარკვეული დანიშნულებისა და მიზნის განხორციელებისთვის შეიქმნა. ხშირად ეს კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც რაიმე საგნის ან საკითხის შესწავლა/ძიებისთვის შეიქმნა გარკვეულ სფეროში.
  • იმის გათვალისწინებით,რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი (არ) წამოადგენს დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელიც გარკვეული დანიშნულებისა და მიზნის განსახორციელებლად შეიქმნა (!) , გვრჩება მეორე ვარიანტი : „ქალიშვილობის ინსტიტუტი- როგორც ქალიშვილობის ჩვევა (wtf?!), ნორმალური ენით ქალიშვილობის სწავლა-ჩვევის გამომუშავება (?) (ტერმინი institutum ლათინური სიტყვიდან instituere მომდინარეობს და ნიშნავს შენებას, შექმნას, გაზრდასა და სწავლებას).

    აქედან გამომდინარე ქალიშვილობის ინსტიტუტი არის- სახლი, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, მეზობლები, ნათესავები, ახლობლები, უცხოები-ყველა! ხშირად ზედაპირული, ყბაჩამოვარდნილი, უგუნური რუხი მასა…
    ზოგიერთი უგვანოს აზრით ანუ „წესით და რიგით’’ ამ ჩამონათვალს ეკლესია უნდა ამშვენებდეს- ზოგადად ხომ მიღებულია, რომ დღესდღეობით ნებისმიერი შეზღუდვის ავტორობას ეკლესიას მიაწერენ. ის სტერეოტიპი, რომ „ქალიშვილობის ინსტიტუტის’’ არსებობა ეკლესიასთანაა დაკავშირებული და რელიგიური კანონმდებლობითაა გამყარებული, სამწუხაროდ უნდა დავანგრიო, (თუმცა არც მე ვარ პირველი ვინც ამას ამბობს)…
    ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი აქსიომა:

    1. რელიგია მასების მართვის საუკეთესო იარაღია.

    მითუმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს თეოლოგიურად განუვითარებელ, უვიც და ერთი სიტყვით ურწმუნო საზოგადოებასთან, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ამ კატეგორიის შეცდენა და გზიდან გადაყვანა.

    2. ყველაფერი მასობრივი კლავს.
    ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი!
    ქალიშვილობის ინსტიტუტის გარეთ დარჩენილი სტუდენტის აღსარება:
    „როგორ მაოცებს ზოდადად ადამიანისადმი მიდგომა. რობოტად გთვლიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნაწილებს გიმოწმებენ, ყველაფერი მთელი გაქვს თუ არა, თუ ყველაფერი რიგზეა, შეგიძლია მშვიდად იყო- გაგიყვანენ ცხოვრებისეულ ასპარესზე-ჩაგიშვებენ ექსპლუატაციაში, თუ არა და მიგაგდებენ ნახმარი და დაძველებული ტექნიკის სასაფლაოზე.
    ამ ხალხმა შეიძლება იცის რა განსხვავებაა ცოცხალსა და არაცოცხალს შორის, მაგრამ ნამდვილად არ იცის რა განასხვავებს ადამიანს ცოცხალი ბუნების სხვა წარმომადგენლებისაგან!’’

    ინდივიდუალური, გონივრული აზროვნების უნარი+გრძნობები=რწმენა!

    არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, ამგვარი საჩოთირო თემებზე ხომ დაუსრულებლად შეიძლება დისკუსია. ერთი კი ნათელია, საქმე არაა ქალიშვილობის ინსტიტუტში, როგორც სტრუქტურულ აზროვნებით ერთეულში, არამედ ზოგადად ჩვენში.
    ქალიშვილობის ინსტიტუტი წამოადგენს დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელიც გარკვეული დანიშნულებისა და მიზნის განსახორციელებლად შეიქმნა.
    მიზანი: ადამიანთა აზროვნებითი კოლაფსი!
    გამოსავალი: ?
    1. ინდივიდუალიზმის განვითარება
    კომენტარი: უკვე დიდი ხანია რაც არც საზოგადოება და მითუმეტეს ტერმინი „ერი’’ არ გამომიყენებია იმ მასის აღწერისას, რომელსაც „საქართველოს მაცხოვრებლებს’’ ვუწოდებ..საზოგადოება ინდივიდების ერთობლიობაა გარკვეული საერთო მიზნით, ხოლო ერის „ეროვნულობა’’ ილია ჭავჭავაძის დიადი სიტყვების ( „ენა, მამული, სარწმუნოება’’) გულით მატარებლებსა და საქმით-მაჩვენებლებზე არის დამყარებული, საუბედუროდ ილიასთან ერთად მოკლეს-ერიც..

    2. განათლება
    ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია ამაზე უფრო ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი სიტყვა.
    ოღოდ რატომრაც ბევრს ეშლება განათლების განმარტება და დედააზრი. ხშირად განათლებულს ვუწოდებთ მას ვინც ბევრი წაიკითხა/ისწავლა, ამ დროს არსებობს მშვენიერი ქართული სიტყვა „წიგნიერება’’ და ვინც ნასწავლ-ნაკითხია _ წიგნიერია.
    განათლება წარმოდგება ფუძისაგან ნათელი (ნათლობა, მონათვლა, განათლება, ნათელი კი- სიწმინდის სიმბოლოა!
    ასე, რომ მე იშვიათად ვიყენებ სიტყვას „განათლებული’’, (მაგ. იაკობ ხუცესი იყო განათლებული).
    განათლება=გონევრივი განსწავლულობა+სულიერი განსწავლულობა

    —————————-
    თუ თქვენ ეს პოსტი წაიკითხეთ და გააცნობიერეთ, სიახლე იპოვეთ, ისწავლეთ და გააანალიზეთ, მინდა მოგილოცოთ!
    ქალიშვილობის ინსტიტუტს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა!

    Manuscript N408 ვოინიჩის ხელნაწერი

    manuscript 408

    manuscript 408

    ვოინიჩის მანუსკრიპტი (ინგ. voynich manuscript) წარმოადგენს საიდუმლოებით მოცულ წიგნს, რომელიც დაიწერა დაახლოებით 500 წლის წინ, უცნობი ავტორის მიერ, უცნობ ენაზე,გამოყენებულია უცნობი ანბანი.

    ვოინიჩის მანუსკრიპტის გაშიფრას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, მაგრამ დღემდე წარუმატებლად. იგი გახდა კრიპტოგრაფიის წმინდა გრაალი, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ მანუსკრიპტი წარმოადგენდეს მისტიფიკაციას და სიმბოლოების ნაკრებს ყოველგვარი კომბინაციის და ურთიერთკავშირის გარეშე.

    წიგნს სახელი დაერქვა ამერიკელი,წარმოშობით ლიტველი, წიგნით მოვაჭრის, ვილფრიდ ვოინიჩის(ცნობილი მწერლის ეტელ ლილიან ვოინიჩის მეუღლის )პატივსაცემად,რომელმაც ის შეიძინა 1912 წელს და ეხლა ინახება იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკაში (Beinecke Rare Book And Manuscript Library) .

    ვოინიჩის მანუსკრიპტი საიდუმლოებით მოცული წიგნია. მისი 234-ივე გვერდი გაუგებარი სიტყვებით, ასოებით და ილუსტრაციებითაა სავსე. მაგალითად დედამიწაზე არარსებული მცენარეების გამოსახულებები, ვარსკვლავური რუკები, შიშველი ქალები (:დ)- მოკლედ საკმაოდ გაუგებარი, ამოუცნობი და უცნაური კონცეფციაა. მეცნიერები წლებია ცდილობენ ამოხსნან წიგნის საიდუმლოება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოთ.

    ილუსტრაციები:

    წიგნის ბოლო ნაწილის გარდა, ყველა გვერდზე ვხვდებით ნახატებს. ნახატების მიხედვით წიგნი შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად:

    1. «ბოტანიკური». ყოველ გვერდზე ვხვდებით მცენარის ერთ გამოსახულებას,( ზოგჯერ-ორს) და ტექსტის რამდენიმე აბზაცს- დაწერილს იმ მეთოდით, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდნენ იმდროინდელი ევროპელი ბალახისმცოდნენი. ჩანახატების ზოგიერთი ნაწილი წარმოადგენს ,,ფარმაცევტული” განყოფილების მონახაზების უფრო გადიდებულ და მკვეთრ ასლებს .

    2.«ასტრონომიული». შეიცავს წრიულ დიაგრამებს, ზოგიერთი მათთგანი შეიცავს მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებსაც.ერთ- ერთი, 12 დიაგრამისაგან შემდგარი სერია გამოსახავს ზოდიაქოს თანავარსკვლავედის სიმბოლოებს(ორი თევზი- თევზებს, ჯარისკაცი მშვილდისრით- მშვილდოსანს და ა.შ.). თითოეული სიმბოლო შემოსაზღვრულია ქალის სუსტად 30 მინიატურული ფიგურებით. თითოეულ მათგანს ხელში უჭირავს ვარსკვლავი წარწერით. წიგნის ამ ნაწილის ბოლო ორი გვერდი(მერწყული და თხისრქა, ანუ, სხვაგვარად-იანვარი და თებერვალი) დაიკარგა, ხოლო ვერძი და კურო გაყოფილია ოთხ დაწყვილებულ დიაგრამად, თითოეულში 15 ვარსკვლავით. ამ დიაგრამებიდან ზოგიერთი განლაგებულია ჩადგმულ გვერდებზე.

    3.«ბიოლოგიური». მჭიდრო უწყვეტი ტექსტი,რომელიც განლაგებულია სხეულების გამოსახულების ირგვლივ,ძირითადად წყალში მობანავე ქალების გამოსახულებებს ვხვდებით. ზოგიერთ ქალს თავზე გვირგვინი ადგას.

    4.«კოსმოლოგიური». სექცია შედგება განსხვავებული,მომრგვალო დიაგრამებისაგან,რომლებიც განუსაზღვრელი არსის მატარებლები არიან. ეს სექცია აგრეთვე შეიცავს ჩაკეცილ გვერდებს. ერთ-ერთი ასეთი ჩანაკეცი ექვსი გვერდის ზომისაა. შეიცავს რუკებს და დიაგრამებს. რუკებზე გამოსახულია კუნძულები, დამბები და ვულკანებიც კი.

    5.«ფარმაცევტული». უმეტესად მცენარეების წარწერიან ნახატებს შეიცავს. მცენარის შემადგენელი ნაწილების გამოსახულებები სააფთიაქო ჭურჭლით. ამ სექციის ზოგიერთ მონაკვეთში ვხვდებით ტექსტსაც, შესაძლებელია-რეცეპტებს. ფარმაცევტული სექცია ასევე შეიცავს ყვავილისმაგვარ და ვარსკვლავებისმაგვარ ჩანიშვნებს.

    ტექსტი დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვენა მინდვრის დაუცველად. დიდი სექციები დაყოფილია პარაგრაფებად, ზოგჯერ სპეციალური აღნიშვნითაც მარცხენა მინდორზე. ხელნაწერში ვერ ვხვდებით ჩვეულ პუნკტუაციას. ხელწერა მდგრადია და სუფთა, რაც იმაზე მიგვანისნებს, რომ მწერალს შესწავლილი ჰქონდა ”ანბანი” და ესმოდა რასაც წერდა.
    წიგნში 170 000-ზე მეტი ნიშანია, რომელიც ერთმანეთისგან ვიწრო სივრცითაა გამოყოფილი. სავარაუდო ანბანი 20-30 სიტყვისაგან შედგება. ვხვდებით ასევე რამდენიმე სპეციალურ აღნიშვნასაც, რომელიც ნაწერში სულ 1-2-ჯერ გვხვდება.
    ვხვდებიტ გარკვეულ კანონზომიერებებს, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ენებისათვის. მაგალითად, ზოგიერთი ორი ნიშანი არასდროს არ იწერება ერთმანეთის შემდეგ. ამასთანავე, ვხვდებით ისეთ ნისნებს, რომელიც ყოველ სიტყვაში მეორდება (მაგ. ინგლისურ ენაში ხმოვნების გადანაწილება სიტყვაში).

    ტექსტის სტატისტიკურმა ანალიზმა წარმოდგენა შეგვიქმნა ხელნაწერის ხასიათზე და მის კავშირზე ”ბუნებრივ” ენებთან. მაგალითად, სიტყვების გამეორება შეესაბამება ”ციპის” კანონს, ხოლო ლექსიკონის ენტროპია (დაახლოებით 10 ბიტი 1 სიტყვაზე) ისეთივეა, როგორც ლათინური და ინგლისური ენების შემთხვევაში. ამასთავე ტექსტში არ ვხვდებით ერთასოიანზე მცირე და ათასოიანზე დიდ სიტყვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ანბანი ასოების რაოდენობით არ დაიკვეხნის,ლექსიკური მარაგის შესავსებათ ხშირად სიტყვები მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სიტყვების ნაწილი მეორდება მთელი ტექსტის განმავლობაში, ხოლო საკმაოდ მცირე რაოდენობით განსხვავებულ სიტყვებს ვაწყდებით ნახატის მინაწერების შემთხვევაში. მაგალითად ”ბოტანიკურ” სექციაში თითოეულ გვერდს აქვს განსხვავებული წარწერა (სათაურად), რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს მცენარის სახელწოდებას.

    ისტორია

    რადგანაც მანუსკრიპტი არცერთ ცნობილ ნაწერთან ვიზუალურ თანხვედრაში არაა და ტექსტიც ჯერ-ჯერობით არ არის გაშიფრული, ხელნაწერის ასაკისა და წარმომავლობის დასადგენად მეცნიერების ერთადერთ იმედს წარმოადგენს-ილუსტრაციები. კერძოდ-ქალთა ჩაცმულობა და შესახედაობა, ამასთანავე რამდენიმე ნაგებობა და დიაგრამა. ყველა დეტალი სახასიათოა 1450-1520 წლების ევროპისათვის. ამას სხვა ფაქტების ადასტურებენ.
    წიგნის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახლდათ Georg Baresch – ალქიმიკოსი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პრაღაში, XVII საუკუნის დასაწყისში. როგორც გაირკვა, იგი იცნობდა წიგნის საიდუმლოებას. გაიგო რა, რომ ატანასიუს კირხერმა (Athanasius Kircher), რომის (Collegio Romano) გამოჩენილმა მკვლევარმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, ჯორჯმა გადაწერა ხელნაწერის ნაწილი და საიდუმლოს ამოხსნის თხოვნით გაუგზავნა მკვლევარს რომში (ორჯერ). ბარეშის 1639 წლით დათარიღებული წერილი, ჩვენმა თანამედროვემ რენე ზენდბერგენმა (Rene Zandbergen) აღმოაჩინა, ამით საფუძველი ჩაეყარა ხელნაწერის თანამედროვე კვევებს და ”ვოინიჩის მანუსკრიპტმა” მზის სინათლე იხილა.

    დიდი აფეთქება და კოსმოლოგიური სინგულარობა

    26 და 27 აგვისტოს, 12.00, ფიზიკის ინსტიტუტის დიდ აუდიტორიაში, გია დვალმა წაიკითხა საკმაოდ საინტერესო, საინფორმაციო ლექცია თემაზე ”დიდი აფეთქება და კოსმოლოგიური სინგულარობა”.

    გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს:

    26.08.10 დღე I

    Part 1

    Part 2

    Part 3

    Part 4

    P.S. მეორე დღის ჩანაწერს სავარაუდოდ ორშაბათს შემოგთავაზებთ!

    მაიას ცივილიზაცია და კალენდარი

    მაიას ცივილიზაციის ადგილ-მდებარეობა ცენტრალური ამერიკა იყო და დღესდღეობით, ტერიტორიაზე, სადაც მაია ცხოვრობდა, შემდეგი ქვეყნები მდებარეობენ: გვატემალა, ბელიზი, სალვადორი, დასავლეთ ჰონდურასი და მექსიკის საკმაოდ დიდი ნაწილი.

    საინტერესოა, რომ მაიას უძველესი ქალაქი, რომელიც გადარჩენილ ქალაქებს შორის, ყველაზე ძველ ქალაქად ითვლება და სახელად ლამანაი ეწოდებოდა, ბელიზში მდებარეობს. ეს ქალაქი დაახლოებით 3000 წლისაა. დაახლოებით ასევე 3000 წლისა ქალაქი, უფრო სწორად ნაქალაქარი კახალ პეჩი, რომელიც ასევე ბელიზში მდებარეობს.
    მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით 2000 წ. ჩვ. წ. აღ-მდე, ხოლო მისი ზეობის პერიოდი კი იყო 250-900 წ.წ. ახ. წ. აღ-ით.
    მაიას განვითარება ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულში დაიწყო, რომელიც უპირველესად გამოიხატებოდა ქალაქებს შორის ვაჭრობაში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ახალი ქალაქების აშენებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კომუნიკაციური სისტემების შექმნას.

    დაახლოებით დაახლოებით წ. ჩვ. წ. აღ-მდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს პირველი კალენდარი. ამავე პერიოდში გაჩნდა მეფის ინსტიტუტი და დაარსდა მაიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას ძირითადი ქალაქი ტეოტიუაკანი, რომელიც გახდა არა მხოლოდ მაიას, არამედ სხვა ცივილიზაციების სავაჭრო ცენტრი. ეს ქალაქი მექსიკის დღევანდელი დედაქალაქ მეხიკოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობდა.
    სახელი ტეოტიუაკანი ესპანურიდან ითარგმნება როგორც “ქალაქი, სადაც დაიბადა ღმერთი” (ქალაქის თავდაპირველი სახელი შემორჩენილი არ არის). აღსანიშნავია, რომ ტეოტიუაკანი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ქალაქი იყო – მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს აჭარბებდა. სხვათა შორის აქ მდებარეობდა მზისა და მთვარის ღმერთების პირამიდები. პირველი მათგანის სიმაღლე 65, მეორესი კი 42 მეტრი იყო. თუმცა VII საუკუნიდან ტეოტიუაკანი გაუკაცრიელდა და ეს ქალაქი მოსახლეობამ დატოვა. მოგვიანებით აქ მოსულ და დასახლებულ აცტეკებს ამ მართლაც დიდებული ქალაქის მხოლოდ ნანგრევები დახვდათ.

    დღეს ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ ამერიკის ცივილიზაციები და მათ შორის მაია ამერიკის კონტინენტზე ევროპელების შესვლის შემდეგ დაეცა. სინამდვილეში ეს სიმართლეს ნაწილობრივ შეესაბამება. რა თქმა უნდა ევროპელებმა დიდი ზიანი მიაყენეს ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას, თუმცა მანამდე უკვე დაწყებული იყო ამ ცივილიზაციების გადაშენება, მაგალითად, აღარ არსებობდნენ იგივე ომლეკები, ტოლტეკები, რომელთა შესახებ ჩანაწერებს მაიას ქურუმთა ტრაქტატებში ხვდებით.

    ასევე საინტერესოა, რომ მაიას ხალხები ქალაქებს ქვისგან აშენებდნენ. დღესდღეობით 1000-მდე ასეთი ქალაქი და დასახლებული პუნქტია შემონახული (რომელთა უმეტესობას, სხვათა შორის როგორც კულტურულ მემკვიდრეობას იუნესკო იცავს). ევროპელების შესვლისას, ეს არის დაახლოებით XV საუკუნის ბოლო და XVI საუკუნის დასაწყისი, ამ ქალაქების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან უბრალოდ დაცლილი იყო, ანუ ფაქტიურად ეს იყო “მკვდარი ქალაქები”.

    მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მაიას ქალაქების მოსახლეობისგან დაცლა ძირითადად X საუკუნიდან დაიწყო. ამის ახსნას მეცნიერები ორი ვერსიით ცდილობენ. პირველი ეს არის ეკოლოგიური ფაქტორი, ხოლო მერე არაეკოლოგიური ფაქტორი.

    პირველი მათგანი, ანუ ეკოლოგიური ფაქტორი მდგომარეობს ადამიანისა და ბუნების გაუცხოვებაში, ანუ მეცნიერთა აზრით, დაიწყო ხვნა-თესვისთვის გამოსადეგი ნიადაგისა და სასმელი წყლის ნაკლებობა, რამაც განაპირობა ხალხის სხვა ტერიტორიებზე მიგრაცია. მეორე კი მდგომარეობას კლიმატის შეცვლასა და ეპიდემიის გავრცელებაში. უნდა ითქვას, რომ მეორე ვერსიას უფრო მეტი მომხრე ჰყავს და ამას ამყარებს ზემოთ ნახსენები ჩანაწერები ტოლტეკების შესახებ, რომლებიც სწორედ უცნაური დაავადების შედეგად გადაშენდნენ.

    გარდა ამისა, მაიას ქალაქები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ და ამის მიზეზი იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რელიგიური გავლენის მოპოვების სურვილი. მაიას ცივილიზაციაში ყველაზე ადრეული დათარიღებულ ომად მიჩნეულია ქალაქებს კალაკმულსა და ტიკალის შორის ატეხილი ომი, როდესაც დაატყვევეს ტიკალის მეფე ტიკალი იაშ-ებ-შოკა II და ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს. მოკლედ, დამარცხებულთა ბედი საკმაოდ ტრაგიკული იყო, მათ მსხვერპლად შეწირვა ელოდათ, რადგან სისხლი როგორც მაიას, ასევე აცტეკების, ომლეკების, ტოლტეკებისა თუ სხვა მსგავსი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაიას ქურუმებს მიაჩნდათ, რომ სისხლში არის სული და სასიცოცხლო ენერგია, რომელიც მსხვერპლად შეწირვის დროს გამწმენდ ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ, სულაც არ არის გადაჭარბებული მელ გიბსონის ფილმი, “აპოკალიპტო”. ვისაც აქვს ეს ფილმი ნანახი, მას წარმოდგენა შეექმნება, მაიას და საერთოდ ცენტრალური ამერიკის ხალხთა შორეულ ცხოვრებაზე. თუმცა რა თქმა უნდა მაიას ცივილიზაცია მხოლოდ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა არ იყო. იგივე ადამიანების მასობრივი განადგურება XX საუკუნის ევროპაშიც ხდებოდა – ამისთვის უნდა გავიხსენოთ ფაშიზმი და საკონცენტრაციო ბანაკები.

    რაც შეეხება მაიას რელიგურ პანთეონს, აქ უდავოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოთხი სტიქიის ღმერთს კუკულკანს. კუკულკანის სიმბოლო იყო ფრთოსანი გველი. მათ ასევე ჰყავდათ სიკვდილის და მკვდართა სამეფოს ღმერთი აჰ პუჩი, წყლისა და წვიმის ღმერთი ჩააკი, ცის ღმერთი იცამნა, მსხვერპლად შეწირვის ღმერთი იშ-ტაბი, ცისარტყელის ღმერთი იშ-ჩელი და ა. შ. საინტერესოა, რომ მაიას პანთენში შედიოდა ასევე ტყისა და სიმინდის ღმერთი იუმ კააში. მაია სიმინდს უდიდეს თაყვანს სცემდნენ და ღვთიურ მცენარედ მიაჩნდათ. ისინი თვლიდნენ, რომ სიმინდი სწორედ ღმერთმა უბოძა ხალხს. ამის დადასტურებისთვის მოჰყავდათ შემდეგ მაგალითი – სიმინდი არის ერთადერთი კულტურული მცენარე, რომლის მოყვანას ადამიანი, ანუ ადამიანური შრომა სჭირდება. იგივე ხორბალი, ბრინჯი და სხვა საკვები მცენარეს ველურ პირობებშიც, ანუ ადამიანის დახმარების გარეშეც შეუძლია გაზრდა. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.

    რაც შეეხება ევროპელების შესვლას, ამერიკის კონტინენტზე, რომელიც დაიწყო 1492 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის პირველი მოგზაურობით და ამერიკის აღმოჩენით. სინამდვილეში კოლუმბმა ამერიკა შედარებით ცივილიზებული ევროპისთვის აღმოაჩინა, სინამდვილეში ამერიკის კონტინენტზე ცნობები ბევრად ადრე მოიპოვებოდა, მაგალითად, ვიკინგები არც თუ იშვიათად სტუმრობდნენ ამერიკის კონტინენტს. მეცნიერულად დადასტურებულია ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობა, რომელიც X საუკუნეში შედგა და ამ ექსპედიციას ნორვეგიელი ზღვაოსანი ლეიფ ერიქსონი უძღვებოდა.

    XV საუკუნის ბოლოდან ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე შეიტანეს ისეთი, დაავადებები, რომლის წინააღმდეგ ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას და იგივე მაიას არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნდათ, ეს იყო, გრიპი, ყვავილი, წითურა და ა. შ. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ახალი ეპიდემიის კერების გაჩენა, რაც ესპანელების მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობის ერთგვარი ხელისშემწყობი პირობები გახდა. ესპანელებმა დაიწყეს ამერიკის და იგივე მაიას დაპყრობა დამორჩილება და ეს გაგრძელდა დაახლოებით 170 წელი. მაიას ბოლო დამოუკიდებელი ქალაქი ტაიასალი 1697 წელს დაეცა.

    კოლუმბამდელი მაიას ცოდნა გასაოცარი იყო, იგივე დამწერლობაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მათემატიკასა თუ ასტრონომიაში. გასაოცარია მაიას პირამიდების სისტემა, რომელიც ძველ ეგვიპტურ პირამიდებთან ერთად ჯერ კიდევ რჩება დედამიწის ერთ-ერთ ამოუხსნელ ფენომენად. საინტერესოა, მეცნიერთა ერთ-ერთი ჯგუფის ვარაუდი, რომლის მიხედვით ძველი ეგვიპტელთა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთი ხალხის (იგივე მაია, აცტეკები, ომლეკები, ტოლტეკები) წარმოშობას ერთ ფუძეს, ძირს უკავშირებენ და ეს ადგილია ლეგენდარული კუნძული ატლანტიდაა. თუმცა ეს არის ვარაუდი და ამის დამამტკიცებელი არგუმენტები, გარდა გარკვეული პარალელებისა, უბრალოდ არ არსებობს.

    ასევე საინტერესოა მაიას დამწერლობა – მათ იეროგლიფებს, ისევე როგორც ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებს, გააჩნდათ როგორც ფონეტიკური, ისე იდეოგრამული მნიშვნელობა, ანუ კონკრეტული იეროგლიფი გარდა ბგერისა, ასევე დაკავშირებული იყო რაიმე სიტყვასთან, მცნებასთან.

    ისინი წერდნენ როგორც ქვაზე, ისე კერამიკაზე, გააჩნდათ ადგილობრივი ქაღალდიც. თუმცა ქაღალდზე ძირითადად კოდექსები იწერებოდა. მათი იეროგლიფები იყო კვადრატული ან ოვალური და დღესდღეობით მეცნიერებისთვის ცნობილია მაიას 800-დე იეროგლიფი.
    მაიას დათვლის სისტემა იყო არა ათობითი, როგორც ეს ჩვენ ვიცით, არამედ თორმეტობითი და დათვლისას იყენებდნენ როგორც ხელის, ისე ფეხის თითებსაც. მათთვის ცნობილი იყო ციფრი ნულიც და მას ცარიელი ნიჟარის ფორმით გამოსახავდნენ. 1 იყო წერტილი, 2 – ორი წერტილი, 5 – ჰორიზონტალური ტირე, 6 – ჰორიზონტალური ტირე და ერთი წერტილი, შემდეგ ეს კიდევ რთულ ფიგურებში გადადიოდა და ა. შ.

    ყველაზე გასაოცარია მაიას მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნა – ყველა ქალაქის ცენტრში არსებობდა ობსერვატორიები, სადაც მაიას ქურუმები ცაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, ადგენდნენ კალენდრებს, წინასწარმნეტყველებდნენ მომავალს და ა. შ. ეს ქურუმები ფლობდნენ როგორც რელიგიურ, ისე კოსმოგნიურ, ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას. ეს იყო ერთიანი სისტემა.
    მაგალითად, მაიას დედაქალაში, ჩიჩენ იცაში, რომელიც დღესდღეობით ტერიტერიულად მექსიკის ტერიტორიაზეა, უამრავი ტაძარი და ობსერვატორია იყო. აქვე მდებარეობდა და დღესაც მდებარეობს ქარისა და წვიმის ღმერთის, კუკულკანის პირამიდა. სხვათა შორის ამ პირამიდის კიბის საფეხურები 365-ია, რომელიც სიმბოლურად უკავშირდება წელიწადის დღეებს. ზემოთ ნახსნები მელ გიბსონის ფილმში “აპოკალიპტო” მსხვერპლად შეწირვის რიტუალები სწორედ კუკულკანის პირამიდაზე ხდება.

    და მათი კალენდარი – მათმა ქურუმებმა შეადგინეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტი არის, ვიდრე ის, რომლითაც დღეს კაცობრიობა სარგებლობს (ე. წ. “გრიგორიანული კალენდარი”). მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე იყო, ხოლო ე. წ. “გრიგორიანული” კალენდარი, რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს, 365,2424 დღე იყო, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
    მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.

    მაიას კალენდრით სარგებლობდნენ სხვა ცენტრალური ამერიკის ხალხიც და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობდა კალენდრის როგორც სამოქალაქო, ისე რიტუალური ფორმა, ანუ უბრალოდ მოქალაქეები ვერ სწვდებოდნენ კალენდრის მთელ სიღრმეს.

    მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
    პირველი მათგანია 20 დღიანი ციკლი, რომელსაც “უინალი” ეწოდება.
    შემდეგ მოდის ციკლი “ტუნი”, რომელიც შედგება 18 “უინალისგან”, ანუ ეს 360 დღეა (თითქმის წელიწადი).
    კალენდრის მომდევნო ციკლი შედგება წინა 20 ციკლისგან – მაგალითად, ციკლი კატუნი შედგებოდა 20 ტუნისგან, ანუ ეს იყო 7200 დღე (19 წელი და 265 დღე).

    ამ კალენდრის მიხედვით, რომელიც მაიას ქურუმთა სიტყვებით “მე-4 მზის ეპოქა” და რომელშიც დღევანდელი სამყარო ცხოვრობს სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერი. მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, “შექმნის ეპოქა” 13 ბაკტუნისგან შედგება _ ეს არის 1 872 000 დღე, ანუ დაახლოებით 5100 წელი.
    ზემოთ მითითებული პერიოდი სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება. მაინც რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ მიჩნევდნენ მაიას ქურუმები ამ დღეს “დასასრულად”?! ამის ამოხსნას მრავალი წელია მრავალი მეცნიერი თუ მისტიკოსი ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

    AUT: MISTERIOUS ZODIAC

    კატათერაპია

      კატებით მკურნალობა,აწ უკვე სამეცნიერო სახელწოდებით ”ფელინოთერაპია”, ცნობილია უძველესი დროიდან. თერაპიისათვის კატებს ათავსებდნენ მტკივან ადგილას, ამის შესახებ ჟერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა თავის ნაშრომებში. ჰიპოკრატე,რომელმაც მედიცინას მოკვეთა ყველაფერი, რაც სამედიცინო გამოცდილებასთან კავშირში არ იყო. დღესდღეობით აღნიშნულ თერაპიას მიმართავენ არაერთ ქვეყანაში, ამასთან პაციენტთა თქმით თერაპია შედეგიანია.

       

      კატათერაპიას მეცნიერებამ მხარი დაუჭირა

    ერთის მხრივ თანამედროვე მედიცინა მკურნალობის ამგვარ მეთოდს სკეპტიკურად უყურედა,რამეთუ გამოცანად რჩებოდა თერაპიული მოქმედების ფიზიკური მექანიზმი. თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. გვიან ღამით, ლონდონის სამკურნალო მეთოდიკის ინსტიტუტში, როდესაც მეცნიერ–მკვლევართა ჯგუფი ატარებდა ექსპერიმენტს, ლაბორატორიაში შემოვიდა კატა. როგორც კი მან გვერდზე ჩაუარა დაბალი სიხშირის ელექტრო გენერატორს, ხელსაწყო მწყობრიდან გამოვიდა.

      „თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა’’– ჰყვება ინსტიტუტის ერთერთი თანამშრომელი– „მაგრამ ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე, როცა მართა (ასე ერქვა კატას) გენერეტორტან ახლოს ჩაივლიდა. მაშინ კი ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეზომა მისი ელექტრო–მაგნიტური ველი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა– კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მართა გამომიმუშავებს ბევრად ძლიერ დაბალშიხშირულ ველს, ვიდრე ძვირადღირებული გენერატორი (!!!)’’.

      ამის შემდეგ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის გაგრძელება. იმ პერიოდში, ინსტიტუტში იკვლევდნენ ქრონიკული ანთებითი დაავადებების დაბალი სიხშირის ელ.დენის გენერატორით მკურნალობის მეთოდიკას. ახსოვდათ რა წინამდებარე ექსპერიმენტის შედეგები, მკვლევარებმა მოხალისე–ავადმყოფები გაჰყვეს ორ ჯგუფად, ნაწილის მკურნალობა კვლავ განაგრძეს ჩვეული მეთოდით (ანუ დაბალი სიხშირის ელ.დენის გენერატორით), ხოლო მეორე ჯგუფის პაციენტთა თერაპიაში გამოიყენეს კატა, მათ პაციენტთა მტკივან ადგილზე სვამდნენ. ერთი თვის თავზე მკვლევარებმა ექსპერიმენტის შედეგები შეადარეს: ავადმყოფები,რომლებიც მიმართავდნენ კატათერაპიას, უკლებრივ ყველა გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე ჯგუფიდან გამოჯანმრთელდა მხოლოდ ნახევარი.

    ინდიგოს ბავშვები

    ინდიგოს თაობა, ანუ იისფერი რასა

    ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები” (ლი კეროლი არ უნდა აგვერიოს მწერალ ლუის კეროლში, რომელიც გახლავთ ავტორი ცნობილი ზღაპრისა – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”).
    “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.
    საინტერესოა, თუ რომელი წლიდან დაბადებული ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს “ინდიგოს ბავშვად”? იგივე კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.
    კითხვაზე, ვინ არიან ინდიგოს ბავშვები?! პასუხი არაერთმნიშვნელოვანია. ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.
    ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც.
    ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”.
    თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.
    მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.
    გარდა ამისა, “ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით “ინდიგო ბავშვების” კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

     ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
     კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
     არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
     საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
     იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
     რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
     თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
     ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს”).
     როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
     გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
     საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას _ სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.


    უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.
    კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ “ინდიგოს ბავშვებს”. ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება “ინდიგოს ბავშვებთან” ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია “ინდიგოს ბავშვებისთვის”.
    მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.
    სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ “ინდიგოს ბავშვების” დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ “ინდიგოს ბავშვების” განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა.
    ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან “ინდიგოს ბავშვები” თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის.
    მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: “მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ”, “მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი” და ა. შ.
    მეცნიერი რობერტ ო’კერი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან თავის შრომებში, რომლებიც სწორედ “ინდიგოს ბავშვებს” ეხება, აღნიშნავს, რომ აღმზრდელები (მშობლები, პედაგოგები) უნდა გახდნენ ნოვატორები აღმზრდელობითი მეთოდების განვითარებაში და მათი მიდგომები ასეთ ბავშვებთან უნდა გახდეს უფრო მოქნილი. ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად უნდა შეცვალონ მიდგომა მათ მიმართ – ეს განსაკუთრებით ახსნისა და ინფორმაციის გადაცემის მეთოდებს ეხება
    სხვათა შორის, ინდიგოს ბავშვების კვლევის შესახებ არც თუ იშვიათად ტარდება კონფერენციები, მაგალითად 2000 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ასე ეწოდებოდა “ახალი ეპოქა – ახალი ადამიანი” საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ანუ მსოფლიოში აქტიურად მიდის მეცნიერული მუშაობა ამ საკითხის შესწავლისა და განვითარებისთვის.
    იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საბავშვო ბაღებში, კოლეჯებში, საშუალო სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცევა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობებს. მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ეწყობა ტრენინგები, სადაც მონაწილეობას იღებენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები.
    გარდა ამისა, ამერიკაში შემუშავებულია სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით მიდის აქტიური მუშაობა ბავშვებში ზემოთ ნახსენები სინდრომის აღმოსაფხვრელად. სინდრომი (ეი-დი-ეიჩ-დი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კავშირშია უპირველესად უყურადღებობასთან, ყურადღების დეფიციტთან. მაგალითად, 1996 წელს, ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული დასკვნით 1990-95 წლებში დაფიქსირდა ამ სინდრომის ორჯერ ზრდა, რამაც აიძულა ამერიკელი მეცნიერები სასწრაფოდ შეემუშავებინათ ახალი სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით ამ სინდრომის აღმოფხვრა სხვა მეთოდებთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებებითაც ხდება.
    თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის – მეცნიერთა ჯგუფი იელის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ამ ბავშვებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებას აზრი არა აქვს და ეს სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. მათი აზრით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა, ბავშვები გახდნენ შედარებით დამჯერები და დამყოლები, მაგრამ ზემოთ ნახსენები სინდრომი არ იკურნება. ამასთან ეს სინდრომი და საერთოდ ამ ბავშვების ქცევა არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ეს არის მათი სიტყვებით, “ახალი ადამიანის ტიპის დაბადების ნიშანი”. ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება დაამუხრუჭებს ამ ბავშვების და აქედან გამომდინარე კაცობრიობის განვითარებას. აი, ამას ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერების ნაწილი.
    ისე, ინტერესისთვის, საქართველოში ამ პრობლემაზე ალბათ არავინ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია და ალბათ ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა ისევ ძველი, შეიძლება ვთქვათ, “საბჭოთა მეთოდებით” ხდება.
    მთლიანობაში რა თქმა უნდა “ინდიგოს ბავშვები” განსხვავებულები არიან და მათთან ურთიერთობებისას რამოდენიმე რჩევა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს რჩევები საერთოდ ბავშვებთან ურთიერთობებში გამოსადეგია, თუმცა ეს ყოველივე “ინდიგოს ბავშვთან” განსაკუთრებით საჭიროა.

     მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.
     დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
     არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.
     ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
     არასდროს არ დაამციროთ.
     ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.
     ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.
     ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს “ინდიგოს ბავშვისთვის” ჩვეულებრივი რამ არის.
     თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.
     გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც. მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც “ზის”.
     ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.
     თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.
     შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.
     შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.
     და ბოლოს, ნუ აღნიშნავთ, რომ ის განსხვავებულია და განსხვავებულად ამიტომ, ექცევით. არ არის საჭირო, ამისთვის ხაზის გასმა.

    MYSTERIOUS ZODIAC (GEOASTROLOG)

    მარილმჟავას ოზონირებული ხსნარი ( ანუ გვეშველა?!) და ტამიფლუ

    სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა ე.წ. ღორის გრიპის განადგურების საშუალებას მიაკვლიეს

    სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა ე.წ. ღორის გრიპის განადგურების საშუალებას მიაკვლიეს. კორეელი მეცნიერების დასკვნით მარილმჟავას ოზონირებული ხსნარი, რომლისთვის საკმარისია ერთ ტონა წყალზე 22 გრამი კონცენტრირებული მარილმჟავას დამატება, H1N1 ვირუსს კლავს. მეცნიერების თქმით, ხსნარს სტერილიზაციის ეფექტი აქვს და ღორის გრიპის ვირუსის გარდა, შენობებში სხვა 430 ათასი სახეობის ვირუსული სხეულის განადგურებაც შეუძლია. მარილმჟავას ოზონირებული ხსნარის ზემოქმედებით ვირუსი 5 წუთში იშლება და მჟავას ზემოქმედების კვალიც არ რჩება.

    ამას წინებზე მოვისმინე საინფორმაციოში და მგონი გვეშველა :) მოგეხსენებათ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და არა კორეაში, ამიტომაც ინფორმაციისაგან განსხვავებით არამგონია მალე მოაგწიოს მარილმჟავას ოზონირებულმა ხსნარმა ჩვენამდე, ამიტომაც – ცოტა რამ ტამიფლუს შესახებ.

    ტამიფლუ

    ტამიფლუ-შინაგანი მიღების ანტივირუსული საშუალება.აქტიური ნივთიერება-ოსელტამივირი. გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზის ინჰიბიტორი (გამოწვეული ვირუსის A და B ტიპებით) , არამხოლოდ ამსუბუქებს გრიპის სიმპტომებს არამედ მოქმედებს გრიპის მიზეზზე.
    ლათინური სახელწოდება:
    ტამიფლუ/ TAMIFLU.
    აქტიური ნივთიერება:
    ოსელტამივირი/ Oseltamyvir.
    გამოშვების ფორმა:

    კაფსულები__________________________________ 75 მგ.
    ფასი: 58.00 GEL
    ფხვნილი(საინექციო ხსნარის მოსამზადებლად)______ 12მგ/მლ
    სუსპენზია__________________________________ 30მგ

    თვისება/ მოქმედება

    ტამიფლუ-ანტივირუსული პრეპარატი, გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზის ძლიერი სელექტიური ინჰიბიტორი. გრიპის სამკურნალოდ გამოყენებადი პრეპარატი.
    ტამიფლუ უშუალოდ მოქმედებს გრიპის ვირუსზე, აფერხებს მის რეკალციფიკაციას და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში. პრეპარატი ვირუსზე მოქმედებს,როგორც in vivo ,ასევე in vitro გამოყენებისას. ტამიფლუ მკვეთრად ამცირებს გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს და ჩივილებს. ციებ-ცხელების პერიოდის ხანგრძლივობა ტამიფლუს გამოყენების შემთხვევაში მცირდება. ტამიფლუ ამცირებს გრიპისას მოსალოდნელი გართულებების რიცხვს, რომლის დროსაც აუცილებელი ხდება თერაპიაში ანტიბიოტიკების ჩართვა (ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი,ოტიტი).

    Частота резистентности клинических изолятов вируса группа А к Тамифлю составляет не более 1.5%. Все вирусы с резистентным генотипом являются неполноценными по сравнению с вирусом «дикого» типа и, по-видимому, менее контагиозны для человека. Признаков резистентности лабораторных штаммов или клинических изолятов вируса В к Тамифлю не обнаружено.

    ფარმაკოკინეტიკა
    После перорального приема Тамифлю озельтамивира фосфат легко всасывается в желудочно-кишечном тракте и в значительной степени превращается в активный метаболит под действием печеночных эстераз. Концентрации активного метаболита в плазме определяются в пределах 30 минут, достигают почти максимального уровня через 2-3 часа после приема и существенно (более, чем в 20 раз) превышают концентрации про-препарата. Не менее 75% принятой внутрь дозы попадает в системный кровоток в виде активного метаболита. Плазменные концентрации как про-препарата, так и активного метаболита пропорциональны дозе и не зависят от приема пищи. Активный метаболит достигает всех основных мест локализации гриппозной инфекции, обнаруживается в легких, промывных водах бронхов, слизистой оболочке полости носа, среднем ухе и трахее в концентрациях, обеспечивающих противовирусный эффект. Связывание активного метаболита с белками плазмы около 3%. Связывание про-препарата с белками плазмы человека составляет 42%. Ни озельтамивира фосфат, ни активный метаболит не являются субстратами или ингибиторами изоферментов системы цитохрома Р450. Всосавшийся озельтамивир выводится, главным образом (> 90%), путем превращения в активный метаболит. Активный метаболит не подвергается дальнейшей трансформации и выводится с мочой. У большинства пациентов максимальные концентрации активного метаболита в плазме снижаются с полупериодом 6-10 часов. Активная субстанция полностью (> 99%) выводится через почки. С калом выводится менее 20% принятого внутрь радиоактивно меченного препарата. Больным с клиренсом креатинина менее 30 мл/мин рекомендуется коррекция дозы Тамифлю. Данные по больным с почечной недостаточностью (клиренс креатинина менее 10 мл/мин) отсутствуют. У пациентов с поражением печени ожидать существенного увеличения экспозиции к озельтамивира фосфату или его активному метаболиту не следует. С учетом данных по экспозиции к препарату и переносимости, коррекции дозы Тамифлю у лиц старческого возраста не требуется.

    ჩვენებები:
    ტამიფლუ ინიშნება A და Т ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სამკურნალოდ, მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან,სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
    გრიპის ტიპიური სიმპტომები წარმოიშვება უცბად და მოიცავს შემდეგ ნიშნებს:ხველა,ცხელება, თავისტკივილი, ზოგადი სისუსტე, მიალგია(კუნთების ტკივილი) და ყელის ტკივილი.

    მიღება/დოზირება:
    ტამიფლუს ნიშნავენ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით. ტამიფლუს გამოყენება საწიროა დავიწყოთ რაც შეიძლება ადრე, დაავადების პირველი სიმპტომების დამოვლენისთანავე.
    ტამიფლუ გამოიყენება პერორალურად 75 მგ ___ 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს), ჭამის დროს, 5 დღის განმავლობაში.
    ტამიფლუს მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ანდა საკვებთან კავშირისას. ტამიფლუს მიღება ჭამისას ანდა ცოტაოდენ რძესთან ერთად ამცირებს დისკომფორტს მონელებისას .

    თანმიმდევრულად, ტამიფლუსთან ერთად დასაშვებია სიპტომატიკური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ამსუბუქებენ გრიპის თანმხლებ გამოვლინებებს, მაგალითად სიცხისდამწევები.
    იმ შემთხვაშიც კი თუ თქვენ თავს უკეთ გრძნობთ, მკურნალობის კურსი მიზანშეწონილია მიიყვანოთ ბოლომდე, ანუ მიიღოდ ტამიფლუს 10-ვე კაფსულა 5 დღის განმავლობაში (დღეში 2 კაფს.).
    თუ თქვენ დაგავიწყდათ ტამიფლუს მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა, მალევე,როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ არაუგვიანეს 2 საათისა შემდეგ მიღებამდე. შემდეგ კი განაგრძეთ ტამიფლუს მიღება ჩვეულებრივ, დროულად. ტამიფლუს ორმაგი დოზის მიღება არ არის რეკომენდირებული. თუ თქვენ მიყოლებით რამდენიმე დოზა გამოტოვეთ, დაეკითხეთ ექიმს.

    პაციენტებში,რომელთა კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტია, დოზის კორექცია არაა საჭირო. დაავადებულებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, რეკომენდირებულია ტამიფლუს დოზის შემცირება 75 მგ-მდე __ დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში.
    ავადმყოფებში,რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია) ტამიფლუს მიღება არაა შესწავლილი, ამიტომ მიღებისას აუცილებელია დიდი სიფრთხილის დაცვა.
    ავადმყოფებში, თირკმლის დაზიანებებით_ ტამიფლუს დოზის კორექცია არაა საჭირო.
    ავადმყოფებში,მოხუცებულ ასაკში : ტამიფლუს დოზის კორექცია არაა საჭირო.

    ჰიპერდოზირება:
    ამდროისთვის ტამიფლუს ჰიპერდოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. მწვავე ჰიპერდოზირებისას დამახასიათებელი სიმპტომებია:გულის-რევა, ღებინება (ზოგჯერ). ტამიფლუს ერთჯერადი დოზა 1000მგ-მდე კარგად გადაიტანება, თუ გამოვრიცხავთ გულის-რევა, ღებინებას.

    უკუჩვენება:
    ტამიფლუს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ალერგიული ჰიპერმგრძნობელობისას ოზელტამივირის, ანდა პრეპარატის სხვა შემადგენელი სხვადასხვა ნივთიერების მიმართ. მკურნალობის დაწყების წინ საქმის კურსში ჩააყენეთ ექიმი, თუ თქვენ სხვა სახის პრეპარატებს იღებთ, ან მიიღებთ ტამიფლუს თერაპიული კურსის მიმდინარეობისას. ამავდროულად გააფრთხილეთ ექიმი თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაში.

    მიღება ორსულობა/ლაქტაციის დროს:

    დღევანდელ დღეს ორსულობაში ტამიფლუს გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არის საკმარისი იმისათვის, რათა შევაფასოთ ოსელტამივირის ფოსფატის ტერატოგენული , ანდა ფეტოტოქსიური მოქმედება. ორსულობისას გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ექსპერიმენტებისას, ვირთხებზე და კურდღლებზე, ტამიფლუს ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლინდა. ხოლო ლაქტაციის პერიოდში, ვირთხებში, ოსელტამივირის აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა რძეში. ხდება თუ არა გამოყოფა ადამიანის შემთხვევაში, არ არის ცნობილი.

    გვერდითი მოვლენები:
    ჩვეულებრივ ტამიფლუ კარგად მეტაბოლიზდება ორგანიზმში, იშვიათია გულისრევა-ღებინება. ასევე ბრონქიტი , უძილობა და თავბრუსხვევა. აღნიშნული გამოვლინებებისას უმეტეს შემთხვევაში წპრეპარატის მიღების შეწყვეტა არ ხდება აუცილებელი. ასევე შესაძლებელია დიარეა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე.

    ძირითადი მითითებები და სიფრთხილის ნორმები:

    Профиль нежелательных побочных явлений Тамифлю у больных группы риска был, в целом, таким же, как у взрослых больных молодого возраста без сопутствующих заболеваний.
    12 წლამდე ბავშვეში ტამიფლუს უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული.
    მონაცემები პაციენტებზე, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა(კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია), არ არის, ამიტომ, ტამიფლუს დანიშვნის შემთხვევაში,უნდა დაიცვან სიფრთხილე.

    პრეპარატების ურთიერთქმედება:
    ტამიფლუს გააჩნია უსაფრთხოების სანდო პროფილი და სხვა პრეპარტებთან ურთიერთქმედების მინიმალური რისკი.
    Низкая степень связывания озельтамивира и активного метаболита с белками не дают оснований предполагать наличие взаимодействий, связанных с вытеснением лекарственных средств из связи с белками.
    Ни озельтамивира фосфат, ни активный метаболит не являются хорошим субстратом для полифункциональных оксидаз системы цитохрома Р450 или для глюкуронилтрансфераз.
    პერორალურ კონტრაცეპტივებთან (ბელარა,ჟანინი, სილესტი,მიკროგინონი,მარველონი,კლიმოდიონი, იარინა და ა.შ) ურთიერთქმედების არავითარი ფორმალური საფუძველი არ გააჩნია.
    Циметидин, неспецифический ингибитор изоферментов системы цитохрома Р450, конкурирующий за канальцевую секрецию препаратов щелочного типа и обладающих свойствами катионов, не влияет на плазменные концентрации озельтамивира и его активного метаболита.
    Клинически значимые лекарственные взаимодействия, основанные на конкуренции в процессе канальцевой почечной секреции, маловероятны.
    Одновременное назначение пробенецида приводит к увеличению экспозиции к активному метаболиту примерно в 2 раза, вследствие торможения активной канальцевой секреции в почках. Однако, благодаря большому запасу безопасности активного метаболита, коррекции дозы при одновременном применении с пробенецидом не требуется.
    Одновременный прием с парацетамолом не влияет на плазменные концентрации озельтамивира, его активного метаболита и парацетамола.
    Тамифлю назначали вместе с часто применяющимися препаратами, такими как ингибиторы АПФ (эналаприл, каптоприл, периндоприл, цилазаприл, фозиноприл, лизиноприл, моэксиприл, рамиприл, спираприл, трандолаприл и пр.), тиазидные диуретики (бендрофлюазид, гидрохлоротиазид, индапамид и пр.), антибиотики (пенициллины /феноксиметилпенициллин, амоксициллин, амоксициллин и клавулановая кислота/, цефалоспорины /цефалексин, цефуроксим, цефиксим, цефадроксил, цефаклор, цефтибутен/, азитромицин, эритромицин и доксициклин), блокаторы Н2-рецепторов (ранитидин, циметидин), бета-блокаторами (пропранолол, атенолол, бисопролол, карведилол, метопролол, небиволол, пиндолол, соталол и пр.), ксантинами (теофиллин, эуфиллин), симпатомиметиками (псевдоэфедрин), опиатами (кодеин), кортикостероидами (преднизолон, дексаметазон, метилпреднизолон, триамцинолон, бетаметазон и пр.), ингаляционными бронхолитиками (сальбутамол, фенотерол, формотерол и пр.) и анальгетиками (аспирин, ибупрофен, парацетамол и пр.). Изменений типа или частоты нежелательных явлений при этом не наблюдалось.

    შენახვის პირობები:
    შეინახეთ 30 °C-მდე გარემოში;
    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას;
    ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
    აფთიაქიდან გაიცემა-მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.