enjoy your free space..

Manuscript N408 ვოინიჩის ხელნაწერი

manuscript 408

manuscript 408

ვოინიჩის მანუსკრიპტი (ინგ. voynich manuscript) წარმოადგენს საიდუმლოებით მოცულ წიგნს, რომელიც დაიწერა დაახლოებით 500 წლის წინ, უცნობი ავტორის მიერ, უცნობ ენაზე,გამოყენებულია უცნობი ანბანი.

ვოინიჩის მანუსკრიპტის გაშიფრას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, მაგრამ დღემდე წარუმატებლად. იგი გახდა კრიპტოგრაფიის წმინდა გრაალი, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ მანუსკრიპტი წარმოადგენდეს მისტიფიკაციას და სიმბოლოების ნაკრებს ყოველგვარი კომბინაციის და ურთიერთკავშირის გარეშე.

წიგნს სახელი დაერქვა ამერიკელი,წარმოშობით ლიტველი, წიგნით მოვაჭრის, ვილფრიდ ვოინიჩის(ცნობილი მწერლის ეტელ ლილიან ვოინიჩის მეუღლის )პატივსაცემად,რომელმაც ის შეიძინა 1912 წელს და ეხლა ინახება იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკაში (Beinecke Rare Book And Manuscript Library) .

ვოინიჩის მანუსკრიპტი საიდუმლოებით მოცული წიგნია. მისი 234-ივე გვერდი გაუგებარი სიტყვებით, ასოებით და ილუსტრაციებითაა სავსე. მაგალითად დედამიწაზე არარსებული მცენარეების გამოსახულებები, ვარსკვლავური რუკები, შიშველი ქალები (:დ)- მოკლედ საკმაოდ გაუგებარი, ამოუცნობი და უცნაური კონცეფციაა. მეცნიერები წლებია ცდილობენ ამოხსნან წიგნის საიდუმლოება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოთ.

ილუსტრაციები:

წიგნის ბოლო ნაწილის გარდა, ყველა გვერდზე ვხვდებით ნახატებს. ნახატების მიხედვით წიგნი შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად:

1. «ბოტანიკური». ყოველ გვერდზე ვხვდებით მცენარის ერთ გამოსახულებას,( ზოგჯერ-ორს) და ტექსტის რამდენიმე აბზაცს- დაწერილს იმ მეთოდით, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდნენ იმდროინდელი ევროპელი ბალახისმცოდნენი. ჩანახატების ზოგიერთი ნაწილი წარმოადგენს ,,ფარმაცევტული” განყოფილების მონახაზების უფრო გადიდებულ და მკვეთრ ასლებს .

2.«ასტრონომიული». შეიცავს წრიულ დიაგრამებს, ზოგიერთი მათთგანი შეიცავს მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებსაც.ერთ- ერთი, 12 დიაგრამისაგან შემდგარი სერია გამოსახავს ზოდიაქოს თანავარსკვლავედის სიმბოლოებს(ორი თევზი- თევზებს, ჯარისკაცი მშვილდისრით- მშვილდოსანს და ა.შ.). თითოეული სიმბოლო შემოსაზღვრულია ქალის სუსტად 30 მინიატურული ფიგურებით. თითოეულ მათგანს ხელში უჭირავს ვარსკვლავი წარწერით. წიგნის ამ ნაწილის ბოლო ორი გვერდი(მერწყული და თხისრქა, ანუ, სხვაგვარად-იანვარი და თებერვალი) დაიკარგა, ხოლო ვერძი და კურო გაყოფილია ოთხ დაწყვილებულ დიაგრამად, თითოეულში 15 ვარსკვლავით. ამ დიაგრამებიდან ზოგიერთი განლაგებულია ჩადგმულ გვერდებზე.

3.«ბიოლოგიური». მჭიდრო უწყვეტი ტექსტი,რომელიც განლაგებულია სხეულების გამოსახულების ირგვლივ,ძირითადად წყალში მობანავე ქალების გამოსახულებებს ვხვდებით. ზოგიერთ ქალს თავზე გვირგვინი ადგას.

4.«კოსმოლოგიური». სექცია შედგება განსხვავებული,მომრგვალო დიაგრამებისაგან,რომლებიც განუსაზღვრელი არსის მატარებლები არიან. ეს სექცია აგრეთვე შეიცავს ჩაკეცილ გვერდებს. ერთ-ერთი ასეთი ჩანაკეცი ექვსი გვერდის ზომისაა. შეიცავს რუკებს და დიაგრამებს. რუკებზე გამოსახულია კუნძულები, დამბები და ვულკანებიც კი.

5.«ფარმაცევტული». უმეტესად მცენარეების წარწერიან ნახატებს შეიცავს. მცენარის შემადგენელი ნაწილების გამოსახულებები სააფთიაქო ჭურჭლით. ამ სექციის ზოგიერთ მონაკვეთში ვხვდებით ტექსტსაც, შესაძლებელია-რეცეპტებს. ფარმაცევტული სექცია ასევე შეიცავს ყვავილისმაგვარ და ვარსკვლავებისმაგვარ ჩანიშვნებს.

ტექსტი დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვენა მინდვრის დაუცველად. დიდი სექციები დაყოფილია პარაგრაფებად, ზოგჯერ სპეციალური აღნიშვნითაც მარცხენა მინდორზე. ხელნაწერში ვერ ვხვდებით ჩვეულ პუნკტუაციას. ხელწერა მდგრადია და სუფთა, რაც იმაზე მიგვანისნებს, რომ მწერალს შესწავლილი ჰქონდა ”ანბანი” და ესმოდა რასაც წერდა.
წიგნში 170 000-ზე მეტი ნიშანია, რომელიც ერთმანეთისგან ვიწრო სივრცითაა გამოყოფილი. სავარაუდო ანბანი 20-30 სიტყვისაგან შედგება. ვხვდებით ასევე რამდენიმე სპეციალურ აღნიშვნასაც, რომელიც ნაწერში სულ 1-2-ჯერ გვხვდება.
ვხვდებიტ გარკვეულ კანონზომიერებებს, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ენებისათვის. მაგალითად, ზოგიერთი ორი ნიშანი არასდროს არ იწერება ერთმანეთის შემდეგ. ამასთანავე, ვხვდებით ისეთ ნისნებს, რომელიც ყოველ სიტყვაში მეორდება (მაგ. ინგლისურ ენაში ხმოვნების გადანაწილება სიტყვაში).

ტექსტის სტატისტიკურმა ანალიზმა წარმოდგენა შეგვიქმნა ხელნაწერის ხასიათზე და მის კავშირზე ”ბუნებრივ” ენებთან. მაგალითად, სიტყვების გამეორება შეესაბამება ”ციპის” კანონს, ხოლო ლექსიკონის ენტროპია (დაახლოებით 10 ბიტი 1 სიტყვაზე) ისეთივეა, როგორც ლათინური და ინგლისური ენების შემთხვევაში. ამასთავე ტექსტში არ ვხვდებით ერთასოიანზე მცირე და ათასოიანზე დიდ სიტყვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ანბანი ასოების რაოდენობით არ დაიკვეხნის,ლექსიკური მარაგის შესავსებათ ხშირად სიტყვები მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სიტყვების ნაწილი მეორდება მთელი ტექსტის განმავლობაში, ხოლო საკმაოდ მცირე რაოდენობით განსხვავებულ სიტყვებს ვაწყდებით ნახატის მინაწერების შემთხვევაში. მაგალითად ”ბოტანიკურ” სექციაში თითოეულ გვერდს აქვს განსხვავებული წარწერა (სათაურად), რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს მცენარის სახელწოდებას.

ისტორია

რადგანაც მანუსკრიპტი არცერთ ცნობილ ნაწერთან ვიზუალურ თანხვედრაში არაა და ტექსტიც ჯერ-ჯერობით არ არის გაშიფრული, ხელნაწერის ასაკისა და წარმომავლობის დასადგენად მეცნიერების ერთადერთ იმედს წარმოადგენს-ილუსტრაციები. კერძოდ-ქალთა ჩაცმულობა და შესახედაობა, ამასთანავე რამდენიმე ნაგებობა და დიაგრამა. ყველა დეტალი სახასიათოა 1450-1520 წლების ევროპისათვის. ამას სხვა ფაქტების ადასტურებენ.
წიგნის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახლდათ Georg Baresch – ალქიმიკოსი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პრაღაში, XVII საუკუნის დასაწყისში. როგორც გაირკვა, იგი იცნობდა წიგნის საიდუმლოებას. გაიგო რა, რომ ატანასიუს კირხერმა (Athanasius Kircher), რომის (Collegio Romano) გამოჩენილმა მკვლევარმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, ჯორჯმა გადაწერა ხელნაწერის ნაწილი და საიდუმლოს ამოხსნის თხოვნით გაუგზავნა მკვლევარს რომში (ორჯერ). ბარეშის 1639 წლით დათარიღებული წერილი, ჩვენმა თანამედროვემ რენე ზენდბერგენმა (Rene Zandbergen) აღმოაჩინა, ამით საფუძველი ჩაეყარა ხელნაწერის თანამედროვე კვევებს და ”ვოინიჩის მანუსკრიპტმა” მზის სინათლე იხილა.

5 responses

  1. რა გითხრა :)) ძალიან საინტერესო თემატური ბლოგი გაქვს და ეგრე გააგრძე;ე :))) მე მიყვარს მისტიკური რაღაცეები😀

    March 3, 2011 at 11:12 am

  2. =)) thnks mate🙂 :*

    March 4, 2011 at 2:38 pm

  3. scorpion

    ძალიან საინტერესო პოსტია. მოვინუსხე:D

    April 16, 2011 at 4:35 pm

  4. იმედია ამოხსნიან ოდესმე.

    April 17, 2011 at 10:49 pm

  5. მისიტიციზმით საკმაოდ დიდი ხანია რაც დაინტერესებული ვარ და ამ თემას პირველად შენს ბლოგზე შევეჩეხე, დიდი მადლობა პოსტისთვის.

    August 26, 2011 at 7:11 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s